საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დღეს, 8 ივლისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრა ჩეხეთის წინააღმდეგ გამართა და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.
პირველი ტაიმი სტუმართა გამარჯვებით დასრულდა. ტაიმის მიწურულს ჩეხებმა კუთხური ჩააწოდეს, ონდრეი შაშინკამ კი თავური დარტყმით თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 70-ე წუთზე ჩეხებმა კუთხურიდან მეორეც გაგვიტანეს - ამჯერად ლიბორ ჰოლიკმა.
ამ დროს მსაჯს გულშემატკივრის ნასროლი მობილური ტელეფონი მოხვდა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა. მოედანი ჩეხმა ფეხბურთელებმაც დატოვეს, თუმცა როგორც მსაჯი, ისე ფეხბურთელები, მოედანს მალევე დაუბრუნდნენ.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში ერთი გამარჯვება იზეიმა, ორჯერ კი მარცხი იწვნია და 3 ქულით ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა. პირველ ადგილზე 7 ქულით პორტუგალიელები გავიდნენ. 6 ქულით მეორე ადგილზე გავიდა ჩეხეთის ნაკრები, შვედებს კი 1 ქულით ბოლო, მეოთხე ადგილი ერგოთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ჩეხეთთან: გიორგი ჩოჩიშვილი, ნიკოლოზ მალი, შალვა ბურჯანაძე, დავით კობოური, გიორგი კუცია, გიორგი კოხრეიძე (თემურ ჩოგვაძე, 82), დავით სამურკასოვი (ვატო არველაძე, 67), გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კოჩორაშვილი (გაბრიელ საღრიშვილი, 72), ლუკა ლაკვეხელიანი, გიორგი არაბიძე.
21:57 08-07-2017
U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა [VIDEO]
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
სამწუხაროდ საქარელოს ნაკრები (რაც მოსალოდნელი იყო) გამოჩნდა ძალიან დაბალი კალასის გუნდად,
ბიჭებს კი დიდი მადლობა მონდომებისთვის და თავისით რაღაცის მცდელობისათვის და ხლაფორთვისათვის.