U21 - ავსტრიაში ბოლო ადგილზე

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ავსტრიის ოთხთა ტურნირზე ბოლო ტურში რუმინეთთანაც წააგო - 1:2.

32-ე წუთზე ანგარიში “ვიტესის” 17 წლის ფორვარდმა გიორგი ჭანტურიამ გახსნა, მაგრამ დასანანია, რომ ოთარ გაბელიას შეგირდებმა კაცნაკლულ მეტოქესთან უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლეს. რუმინელებს 72-ე წუთზე მოთამაშე გაუძევეს და სწორედ ამის შემდეგ მოახერხეს გატანა: 74-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს, 85-ეზე კი გადამწყვეტი ბურთი შეაგდეს.

მატჩი სრული შემადგენლობით ვერც ჩვენებმა დაასრულეს, რადგან 89-ე წუთზე ლევან კაკუბავა გააძევეს. შეგახსენებთ, რომ პირველ მატჩში მოედანი დავით ხოჭოლავას დაატოვებინეს.

ამრიგად, სამი მატჩიდან სამი წაგება და
ბოლო ადგილი - ასე სავალალოდ დაასრულა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ავსტრიული ტურნირი “ალპე ადრია”. პირველი შეხვდრა ისრაელთან დავთმეთ (0:2), მეორე - ალბანეთთან (1:3, გოლი - გიორგი ილურიძე), ბოლო მარცხზე კი უკვე მოგახსენეთ. გამარჯვებული კი რუმინეთი გახდა, რადგან ბოლო ტურის მეორე შეხვედრაში ისრაელმა ალბანეთთან 1:1 ითამაშა.


1 რუმინეთი 3 2 1 0 5-2 7
2 ისრაელი 3 1 2 0 4-2 5
3 ალბანეთი 3 1 1 1 4-4 4
4 საქართველო 3 0 0 3 2-7 0


მკითხველის კომენტარები / 1 /
Soccer: [03/29/2011] Settlement for matches between "Romania U21 -vs- Georgia U21" will be pending until further notice due to undergoing investigation on the final result. We apologize for the inconvenience caused.

ანუ, მატჩი საეჭვოდ დამთავრდა და გამოძიება მიმდინარეობსო ...
George
20:01 31-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული