17–წლამდელების გუნდი ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები გუნდი 26-30 აპრილს, ქალაქ ასტანაში "პრეზიდენტის თასის" გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას. ვასილ მაისურაძის გუნდი, ამჟამად, ზუგდიდში იმყოფება და საწვრთნელ შეკრებას "ბაიას" ბაზაზე გადის.

დღეს, დილის ვარჯიშის შემდეგ, მთავარმა მწვრთნელმა ის საბოლოო 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც ყაზახეთში თან იახლებს.

მეკარეები: ბექა ტყემალაძე ("ლოკომოტივი"), ალეკო ადამია ("ოლიმპი" რუსთავი)
მცველები: გიორგი გაბაძე ("ლოკომოტივი"), ლაშა დვალი ("ოლიმპი" რუსთავი), გიგა გურეშიძე ("ლოკომოტივი"), ნიკა ჭანტურია ("ლოკომოტივი"), ალექსანდრე გურეშიძე ("დინამო" თბილისი)
ნახევარმცველები: ბექა მელიქიძე ("ოლიმპი" რუსთავი), გიორგი აბურჯანია ("ოლიმპი" რუსთავი), ჭიაბერ ჭეჭელაშვილი ("დინამო" თბილისი), ნიკოლოზ
ახვლედიანი ("ბაია" ზუგდიდი), ოთარ კაკაბაძე ("დინამო" თბილისი)
თავდამსხმელები: ილია კერძევაძე ("ოლიმპი" რუსთავი), გიორგი როსტიაშვილი ("გაგრა"), ალეკო მზევაშვილი ("ოლიმპი" რუსთავი), ვანო წილოსანი ("დინამო" თბილისი), დავით მაკარაძე (სულაქველიძის აკადემია), მერაბ ნიკურაძე (35-ე სკოლა)

შეგახსენებთ, რომ ყაზახეთის "პრეზიდენტის თასის" გათამაშება ქალაქ ასტანაში, სტადიონ "ასტანა არენაზე" გაიმართება. ტურნირში მონაწილე რვა გუნდი ორ ქვეჯგუფადაა დაყოფილი:

I ჯგუფი - საქართველო, უკრაინა, სომხეთი, თურქეთი
II ჯგუფი
- აზერბაიჯანი, ირანი, უზბეკეთი, ყაზახეთი

საქართველოს ნაკრების თამაშების განრიგი ასეთია:
26 აპრილი - საქართველო-სომხეთი (10:00 - თბილისის დროით)
27 აპრილი - თურქეთი-საქართველო (10:00)
29 აპრილი - საქართველო-უკრაინა (10:00)

ფინალური მატჩი 30 აპრილს გაიმართება, სადაც ერთმანეთს ჯგუფების პირველადგილოსნები დაუპირისპირდებიან.

17-წლამდელთა ნაკრები გუნდი თბილისიდან ყაზახეთში 23 აპრილს გაემგზავრება.


gff.ge





.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული