ჩვენმა 17-წლამდელთა ნაკრებმა წლის დასაწყისში ორ ნაწილად გაყოფილი შეკრება გაიარა ზუგდიდში, იმავე პერიოდში იყო ირანის ნაკრებთან გამართული ორი ამხანაგური მატჩი, რასაც ჯერ აშშ-ში, შემდეგ კი ესპანეთში ჩატარებული ტურნირები მოჰყვა.
გუნდი ზაფხულშიც აქტიურად ემზადება და ამიტომაც ვფიქრობთ,
- სად ვარჯიშობს ამჟამად ნაკრები და როგორია ფეხბურთელთა კონდიციები?
- დღეისათვის გუნდი თბილისშია და აქ ემზადება. ვარჯიშები უმეტესად, ორჯერადია. დილით ნაკრები ფიზიკურად იტვირთება, საღამოობით კი 35-ე საფეხბურთო სკოლის მოედანზე ვარჯიშობს. გუნდის მომზადების დონე დამაკმაყოფილებელია. ფეხბურთელები მონდომებით ვარჯიშობენ და ვფიქრობ, ჩვენს მიერ შედგენილი გეგმა ნორმალურად ხორციელდება. გუნდი ეტაპობრივად აუმჯობესებს თამაშის ხარისხს და უკვე რეალური იმედი გვაქვს იმისა, რომ შესარჩევ ტურნირს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით.
- ნაკრების უახლოესი გეგმები როგორია?
- 9 აგვისტოს შეკრებაზე ურეკში გავემგზავრებით, რის შემდეგაც პალანგაში წავალთ, სადაც ტრადიციული საერთაშორისო ტურნირი 23-29 აგვისტოს გაიმართება. შარშან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ამ ტუნირში გაიმარჯვა და გვსურს, ეს ტრადიცია ამჟამინდელი გუნდითაც გავაგრძელოთ. პალანგის შემდეგ კი შეკრება და საერთაშორისო ამხანაგური მატჩები კიდევ დაგვჭირდება და იმედია, ესეც მოხერხდება.
ვრცლად იხილეთ "ლელოს" ხვალინდელ ნომერში