პირველი ოთხი საკუთარი შეხედულებისამებრ, რომ იტყვიან, წმინდა სპორტული პრინციპით დაითხოვა, რაც შეეხება ჭანტურიას, მასთან დაკავშირებით არც ისე სასიამოვნო ამბავი მოხდა.
გავრცელ
ძალიან სამწუხარო ამბავია - თავდამსხმელი, რომელმაც ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების სპარინგისას თავი ყველაზე კარგად წარმოაჩინა, შეკრებაზე აღარ არის და ახალგაზრდულ ნაკრებს ხორვატიაში ვერ დაემხმარება.
მომხდარზე ლაპარაკს გიორგი ჭანტურია მოერიდა, გაბელია კი ამბობს, რომ მისთვის მთავარი ნაკრებში დისციპლინის დამყარებაა, მაგრამ ფეხბურთელის იმედი მაინც აქვს.
- ბატონო ოთარ, შევიტყვეთ, რომ გიორგი ჭანტურია ნაკრებიდან დაითხოვეთ.
- დიახ, ის შეკრებიდან მართლაც გავათავისუფლეთ.
- ვიცით, რომ კონფლიქტი არ მომხდარა, მაგრამ ასეთი მკაცრი გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ?
- კონფლიქტი მართლაც არ მოგვსვლია, მე არც ვამბობ, რომ მან რეჟიმი დაარღვია. პანაშვიდზე წინა დღეს გავუშვი, მეორე დღეს კი არავინ გაუფრთხილებია და სასტუმროში ღამე არ გამოცხადდა. მთელი გუნდი შეკრებაზე რომ არის და ფეხბურთელი შეკრების ადგილზე არ გამოცხადდება, მე ხომ არ ვიცი, სად არის და რას აკეთებს?
- და მაინც, ცოტა მკაცრი სასჯელი ხომ არ არის?
- მასზე გადაკიდებული კი არ ვარ, ნაკრებიდან სამუდამოდაც არ მომიკვეთია და მისი საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, უბრალოდ, წესი ყველასთვის ერთი უნდა იყოს. ჩვენ კი შეკრებიდან არავის ვუშვებთ. ერთზე თვალი თუ დახუჭე, მეორეც იმავეს გააკეთებს და ეს გუნდზე უარყოფითად იმოქმედებს. იმედია, ეს გადაწყვეტილება გიორგის სამომავლოდ გამოადგება. ამით სანაკრებო შეხვედრები არ მთავრდება, კიდევ ბევრი მატჩი გველის და თუ კლუბში თავს გამოიჩენს, სიამოვნებით მოვიწვევ.
რომ იცოდეთ, ჭატურიას გაშვებამ საქმეები გვარიანად ამირია, რადგან ხორვატიაში შემადგენლობაში მის დაყენებას ვაპირებდი. მე რომ მაგის ჩაძირვა მდომოდა, შეკრებაზე არც გამოვიძახებდი.
- საბოლოო სიას როდის გამოაქვეყნებთ?
- სიას ხვალ გეტყვით, რადგან კიდევ ორი კაცი უნდა გავუშვათ.
- ძალამიძე ჩამოვიდა?
- დღეს გვიან ჩამოვა. გიორგი მაკარიძე კი უკვე თბილისშია.
- მაკარიძე როგორ ფორმაშია?
- გიორგი გუშინ ჩამოვიდა და ჯერ არ უვარჯიშია. დავაკვირდებით და ვნახავთ.
... შეგახსენებთ, რომ ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები ოთარ გაბელაის გაწვრთნილებს 3 ივნისს უმასპინძლებს.
ასე დატოვა თავის დროს ლობანოვსკიმ ბლოხინი (ავტობუსში დააგვიანა). ახალგაზრდა კაცი დისციპლინას თავიდან უნდა შეეჩვიოს, მაგრამ ქართული ამბიცია ბევრს ჭირს უკვე ვარსკვლავები რომ გონიათ თავი