მატჩის 32-ე წუთზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ირაკლი შეყილაძემ თავისი გუნდი დააწინაურა. პირველი ტაიმი ქართველების მოგებით დასრულდა. მეორე ტაიმის 62-ე წუთზე საქართველოს კართან 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ანდრონიკმა გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა.
ოთარ გაბელიას გუნდმა ერთბურთიანი უპირატესობის აღდგენა 81-ე წუთზე ქობალიას გოლით შეძლო, თუმცა ბიჭებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს, მოლდოველებმა მეორე გოლი ასევე პენალტის მეშვეობით გაიტანეს და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირეს.
საქართველო:თორნიკე ზარქუა (დავით ლეგაშვილი 46), გივი იოსელიანი,
მწვრთნელი: ოთარ გაბელია
მოლდოვა: რუსუ, ლეი, კოსტანდაკი, იონიცე (ლამბარსკი 70), მანდრიჩენკო, ანდრონიკი (ტრიბოი 70), გეორგიევი (სკრიპჩენკო 88), სტარჩუკი (გინსარი 54), ჰონავსკი, დიულგერი, ჟადრანი.
მწვრთნელი: სერგეი შირილოვი.
მოლდოვა-საქართველო 2:2 (0:1)
გოლები: 0:1 შეყილაძე (32), 1:1 ანდრონიკი (62, პენ), 1:2 ქობალია (81), 2:2 მანდრიჩენკო (90+5, პენ)
მსაჯი: გენადი სიდენკო (მოლდოვა).