ახალგაზრდულმა ნაკრებმა მოლდოვასთან 2:2 ითამაშა

AutoSharing Option
მოლდოვისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ამხანაგური შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

მატჩის 32-ე წუთზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელმა ირაკლი შეყილაძემ თავისი გუნდი დააწინაურა. პირველი ტაიმი ქართველების მოგებით დასრულდა. მეორე ტაიმის 62-ე წუთზე საქართველოს კართან 11-მეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც ანდრონიკმა გოლად აქცია და ანგარიში გაათანაბრა.

ოთარ გაბელიას გუნდმა ერთბურთიანი უპირატესობის აღდგენა 81-ე წუთზე ქობალიას გოლით შეძლო, თუმცა ბიჭებმა ანგარიშის შენარჩუნება ვერ შეძლეს, მოლდოველებმა მეორე გოლი ასევე პენალტის მეშვეობით გაიტანეს და შეხვედრაში საბოლოო ანგარიში 2:2 დააფიქსირეს.

საქართველო:თორნიკე ზარქუა (დავით ლეგაშვილი 46), გივი იოსელიანი,
ნიკოლოზ აფაქიძე,ლაშა კალანდაძე,ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ვალერი ყაზაიშვილი (ლუკა გუგუჩია 80), ნიკა კვეკვესკირი,თორნიკე თარხნიშვილი (ოქრიაშვილი 46), გიორგი ჭანტურია (ჯამბულ ჯიღაური 46), ნიკა ძალამიძე (ირაკლი ქობალია 46), ირაკლი შეყილაძე (ზაქარია ბეგლარიშვილი 81).
მწვრთნელი: ოთარ გაბელია

მოლდოვა: რუსუ, ლეი, კოსტანდაკი, იონიცე (ლამბარსკი 70), მანდრიჩენკო, ანდრონიკი (ტრიბოი 70), გეორგიევი (სკრიპჩენკო 88), სტარჩუკი (გინსარი 54), ჰონავსკი, დიულგერი, ჟადრანი.
მწვრთნელი: სერგეი შირილოვი.

მოლდოვა-საქართველო 2:2 (0:1)


გოლები: 0:1 შეყილაძე (32), 1:1 ანდრონიკი (62, პენ), 1:2 ქობალია (81), 2:2 მანდრიჩენკო (90+5, პენ)
მსაჯი: გენადი სიდენკო (მოლდოვა).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული