ქართველთათვის უმოტივაციო შეხვედრაში, ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა ბელარუს თანატოლებს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს და ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა ასპროცენტიანი შედეგით დაასრულეს.
ახლა, საქართველოს ნაკრები თავის მეტოქეს ელის მეორე ჯგუფიდან, რომელიც უკრაინასა და ლიტვას შორის გამარჯვებული იქნება.
დღევანდელ შეხვედრაში კი, მაისურაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:
საქართველო U17 - ბელარუსი U17 – 4:0 (2:0)
საქართველო: ადამია (ტყემალაძე 41), გაბაძე, ნ.ჭანტურია (კაპ), ჩაკვეტაძე (დვალი 41), გოროზია (გუგუშვილი 41), ცინცაძე, ჭეჭელაშვილი,
გოლები: დარციმელია (18), კაკაბაძე (38), მაჭავარიანი (45), მზევაშვილი (59)
როგორც პალანგადან შეგვატყობინეს, საქართველოს ნაკრებს იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომ ანგარიშის სხვაობა გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო.
ხვალ, 27 აგვისტოს კი, ფინალური მატჩები გაიმართება. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გუნდი ტურნირის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, მოედანზე თბილისის დროით 18:00 საათზე გავა.
gff.ge