17-წლამდელთა მორიგი გამარჯვება

AutoSharing Option
დღეს, 26 აგვისტოს პალანგას საერთაშორისო ტურნირზე, საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩიც მოიგო.

ქართველთათვის უმოტივაციო შეხვედრაში, ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებმა ბელარუს თანატოლებს ოთხი უპასუხო ბურთი გაუტანეს და ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობა ასპროცენტიანი შედეგით დაასრულეს.

ახლა, საქართველოს ნაკრები თავის მეტოქეს ელის მეორე ჯგუფიდან, რომელიც უკრაინასა და ლიტვას შორის გამარჯვებული იქნება.

დღევანდელ შეხვედრაში კი, მაისურაძის გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა:

საქართველო U17 - ბელარუსი U17 – 4:0 (2:0)


საქართველო: ადამია (ტყემალაძე 41), გაბაძე, ნ.ჭანტურია (კაპ), ჩაკვეტაძე (დვალი 41), გოროზია (გუგუშვილი 41), ცინცაძე, ჭეჭელაშვილი,
მაჭავარიანი, კაკაბაძე (პაპუნაშვილი 41), ახვლედიანი (რ.ჭანტურია 41), დარციმელია (მზევაშვილი 41)

გოლები: დარციმელია (18), კაკაბაძე (38), მაჭავარიანი (45), მზევაშვილი (59)

როგორც პალანგადან შეგვატყობინეს, საქართველოს ნაკრებს იმდენად დიდი უპირატესობა ჰქონდა, რომ ანგარიშის სხვაობა გაცილებით დიდი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ხვალ, 27 აგვისტოს კი, ფინალური მატჩები გაიმართება. საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გუნდი ტურნირის ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად, მოედანზე თბილისის დროით 18:00 საათზე გავა.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული