17-წლამდელთა ნაკრებმა პალანგას ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა

AutoSharing Option
პალანგაში დასრულდა საერთაშორისო, ყოველწლიური ტურნირი 17-წლამდე ნაკრებ გუნდებს შორის.

საქართველოს 17-წლამდე ნაკრებმა ტურნირის ფინალში ითამაშა და დაძაბული შეხვედრა ლიტვის ნაკრების წინააღმდეგ, სამწუხაროდ, პენალტების სერიაში დათმო ანგარიშით - 6:7.

მატჩის ძირითადი დრო ფრედ - 1:1 დასრულდა. ლიტველებმა ანგარიში 24-ე წუთზე გახსნეს. ჩვენმა ფეხბურთელებმა კი, გათანაბრება 31-ე წუთზე შეძლეს, როცა ალეკო მზევაშვილის წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი აუღელვებლად აქცია გოლად ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა.

თერთმეტმეტრიანების სერიაში კი, ჩვენზე ზუსტები ლიტველები აღმოჩნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მეკარე ალექსანდრე ა
დამიამ ერთი პენალტის მოგერიება შეძლო, მოწინააღმდეგემ ჩვენზე ერთით მეტი გაიტანა და ტურნირის ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

ლიტვა - საქართველო 1:1 (7:6 პენ)

საქართველო: ადამია, ნ.ჭანტურია, ჩაკვეტაძე, დვალი, გაბაძე, აბურჯანია (კაპ), ჭეჭელაშვილი, პაპუნაშვილი, მაჭავარიანი, მზევაშვილი, რ.ჭანტურია
მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდნენ: დარციმელია, ახვლედიანი, გოროზია, გუგუშვილი და ცინცაძე.

ფინალში წაგების მიუხედავად, ქართველმა 17-წლამდელებმა მშვენიერი გენერალური რეპეტიცია გაიარეს მათთვის ისეთი მნიშვნელოვანი ოფიციალური ტურნირის წინ, როგორიც სექტემბრის ბოლოს, მოლდოვაში გასამართი ევროშესარჩევია.

17-წლამდე ნაკრები სამშობლოში 29 აგვისტოს დაბრუნდება.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
ლიტვის გუნდი ნაკრები იყო თუ არა?
და კიდევ რამდენი წლისანი იყვნენ ისინი?
ramo
13:14 28-08-2011
0
Алекошка ты лучший!!! გილოცავთ 2-ე ადგილს ვაჟკაცებო!!!
geosochi
15:19 28-08-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული