ოთარ გაბელია გადადგა

AutoSharing Option
ოთარ გაბელიამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა.

ოთარ გაბელიამ განცხადება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში დღეს, 9 სექტემბერს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება საქართველოს ნაკრების ესპანეთში თამაშის შემდეგ მიიღო.

"მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე ნაკრებს სხვამ უნდა უხელმძღვანელოს", - განაცხადა ოთარ გაბელიამ.

მან ფეხბურთის თანადგომისა და ქომაგობისთვის ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა.

ჯერ უცნობია, ვინ შეცვლის ნაკრებში ოთარ გაბელიას, რომელიც მთავარ მწვრთნელად სამი წელი მუშაობდა.

ამასთან, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ზვიად სიჭინვას ინფორმაციით, ახალი მწვრთნელის ვინაობა დაახლოებით ერთ კვირაში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ,
რომ საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2013 წლის შესარჩევ ციკლში ესპანელ თანატოლებთან ზედიზედ ორი თამაში წააგო, პირველი - 2:7; მეორე კი - 0:2.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ოთარი, თავმოყვარე კაცი ყოფილა არ აპატია თავს ესპანელებთან მარცხი, აი მესმის მწვრთნელის ვაჟკაცობა. იგი კვლავ იტყვის თავის სიტყვას. მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და წარმატებები.
0
მადლობა ბატონო ოთარ; სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს :)

სფფ ფრთხილად უნდა იყოს თუ ვის დანიშნავს U-21-ის ახალ მწვრთნელლად! ძალიან დიდი ავანსია გაცემულ ჩვენი ნაკრების მომავალ ფეხბურთელებზე. აჩქარებით არ გადადგათ ნაბიჯი, კარგად აწონდაწონეთ ვინ მოგყვავს!

Geo-4ever*** 100% ხარ :) სად იყო როცა განგაში უნდა აეტეხა? სად და ფულებს აკეთებდა! ძოძუაშვილი, ხმმ...
უძლევი
01:10 10-09-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული