ახალგაზრდული ნაკრები კვლავ "ბომონდ გარდენში" შეიკრიბება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები გუნდი საწვრთნელ შეკრებას 3 ოქტომბერს, სასტუმრო "ბომონდ გარდენში" დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ახალგაზრდები ევროპის 2013 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მატჩში შვეიცარიის ახალგაზრდულ ნაკრებს 7 ოქტომბერს, "მიხეილ მესხის" სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - სოსო ჭედიამ საწვრთნელ შეკრებაზე 23 ფეხბურთელს უხმო:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე ("ლე მანი", საფრანგეთი), თორნიკე ზარქუა ("დინამო" თბილისი), გიორგი ნადირაძე ("დინამო" თბილისი)
მცველები: ლევან კაკუბავა ("დინამო" თბილისი), დავით ხოჭოლავა ("დინამო" თბილისი), ნიკოლოზ აფაქიძე ("ბაია", ზუგდიდი), ივანე კანდელაკი ("სკონტო", ლატვია), სოლომონ კვერკველია ("რუბინი", რუსეთი),
ნიკოლოზ ჯიშკარიანი ("გაგრა"), ლაშა კალანდაძე ("გაგრა"), მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი")
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი ("დინამო" თბილისი), თორნიკე თარხნიშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), ნიკა ძალამიძე ("ვიძევი", პოლონეთი), ვალერი ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), ლუკა გუგუჩია ("ბაია", ზუგდიდი), გივი იოსელიანი ("ტორპედო", ქუთაისი), ჯამბულ ჯიღაური ("დინამო" თბილისი), ირაკლი ლექვთაძე ("დინამო" თბილისი)
თავდამსხმელები: ირაკლი შეყილაძე ("ემპოლი", იტალია), გიორგი ჭანტურია ("ვიტესი", ჰოლანდია), ირაკლი ქობალია ("ბაია", ზუგდიდი)

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული