საქართველო-შვეიცარია - ჭედიას დებიუტი ევროპის ვიცე-ჩემპიონთან

AutoSharing Option
ქართველ ახალგაზრდებს წლეულს ძალიან მძიმე კალენდარი აქვთ - ევროპის ჩემპიონ ესპანეთთან ჩატარებული ორი შეხვედრის შემდეგ ზედიზედ ორჯერვე დაუპირისპირდებიან ვიცეჩემპიონ შვეიცარიას (რომელსაც 10 ნოემბერსაც ვეთამაშებით) და თუ ამ მატჩებში ხელი მოეცარათ, საგაისო შეხვედრები ყოველგვარ პრაქტიკულ მნიშვნელობას დაკარგავს.

შეგახსენებთ, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად სადებიუტო მატჩს ჩაატარებს სოსო ჭედია.

დღევანდელი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 21 საათზე დაიწყება. პირდაპირი სატელევიზიო რეპორტაჟი არ იგეგმება, ბილეთის ფასი კი 5 ლარია. შეიძლება, არ იყოს კატასტროფული თანხა, მაგრამ, თუ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია აქცენტს მაყურებელთა რაოდენობაზე აკეთებს,
ვეჭვობთ, ამ მხრივ დღეს საქმე კარგად იყოს. ფეხბურთისა და გუნდისადმი სიყვარულის მიუხედავად, ბევრი ამ 5 ლარსაც ვერ გაიმეტებს, თანაც ხარჯი მხოლოდ ეს არ არის - ღამის 11 საათზე ვაკიდან შინ საზოგადოებრივი ტრანსპორტით დაბრუნების შანსი უმცირესია.

მივუბრუნდეთ საქართველოს ნაკრებს, რომელიც მატჩს დიდი დანაკლისით ხვდება. ტრავმების გამო შვეიცარიელთა წინააღმდეგ ვერ ითამაშებენ თორნიკე ზარქუა, ლევან კაკუბავა, ჯაბა ჯიღაური და თორნიკე ოქრიაშვილი, ხოლო ლევან მჭედლიძე შეხვედრას ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო გამოტოვებს. მათ ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა ზვიად სიხარულია, გიორგი ლემონჯავა, ლაშა გვალია და მეკარე ჯონი შეროზია გამოიძახა.

გუშინ "მიხეილ მესხზე" ორივე გუნდმა ივარჯიშა. სასიამოვნოა, რომ საქართველოს ნაკრების დანაკლისი მეტად აღარ გაზრდილა - დიდი იყო იმის საფრთხე, რომ დღეს ვერც თორნიკე თარხნიშვილსა და ნიკა კვეკვესკირს ეთამაშათ, მაგრამ გუშინ ორივემ სრული დატვირთვით ივარჯიშა და თამაშის კარგი შანსიც აქვთ. გარკვეული პრობლემები ჰქონდა ირაკლი ქობალიასაც, მაგრამ თავს უკვე კარგად გრძნობს.

ჩვენმა გუნდმა ვარჯიშის მეტი წილი ტექნიკური მხარის დახვეწას დაუთმო, წვრთნის ბოლოს კი ნახევარ მოედანზე ორკარა გაიმართა. ფეხბურთელებს თავი არ დაუზოგავთ და, "ყვითლებისა" და "მწვანეების" შემადგენლობიდან გამომდინარე, დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ სამწვრთნელო შტაბს გუშინ სასტარტო თერთმეტეული არ გამოუკვეთია.

ფეხბურთელებს ოპტიმისტური განწყობა ეტყობოდათ.

ჯონი შეროზია: "საქმე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს. რთული თამაში იქნება, მაგრამ უშანსოდ ნამდვილად არ ვართ და გამარჯვება შეგვიძლია. მთავარია, ჩვენმა გუნდმა თავისი საუკეთესო თვისებების გამოვლენა შეძლოს".

საბა კვერკველია: "საკუთარ მოედანზე ვთამაშობთ, რაც გამარჯვების შანსს გვიზრდის. ვფიქრობ, გამარჯვება ორივე გუნდს შეუძლია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ".

ჭედია და მისი ასისტენტები ძირითად შემადგენლობას და 7 სათადარიგოს ამათგან შეარჩევენ:

მეკარეები: გიორგი მაკარიძე (`ლე მანი", საფრანგეთი), გიორგი ნადირაძე (`დინამო" თბილისი), ჯონი შეროზია ("მერანი", მარტვილი);
მცველები: დავით ხოჭოლავა (`დინამო" თბილისი), ნიკოლოზ აფაქიძე (`ბაია", ზუგდიდი), ივანე კანდელაკი (`სკონტო", ლატვია), სოლომონ კვერკველია (`რუბინი", რუსეთი), ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ლაშა კალანდაძე (ორივე - `გაგრა"), მამუკა კობახიძე (`ზესტაფონი");
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, ირაკლი ლექვთაძე (ორივე - `დინამო" თბილისი), თორნიკე თარხნიშვილი, გივი იოსელიანი (ორივე - `ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ძალამიძე (`ვიძევი", პოლონეთი), ვალერი ყაზაიშვილი (`ვიტესი", ჰოლანდია), ლუკა გუგუჩია (`ბაია", ზუგდიდი), გიორგი ლემონჯავა, ლაშა გვალია (ორივე - კოლხეთი", ფოთი);
თავდამსხმელები: ირაკლი შეყილაძე (`ემპოლი", იტალია), გიორგი ჭანტურია (`ვიტესი", ჰოლანდია), ირაკლი ქობალია, ზვიად სიხარულია (ორივე - `ბაია", ზუგდიდი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მამუკა დიდოუნანა ჰიმნად დაუკრანთქო ვიხუმრე უბრალოდ,კომენტარების გაფილტრა კი შენ ნამდვილად არ გაწყენდა,ფედერაციაში,ჩვენს ნაკრებებში თუ საქართველოს ჩემპიონატში ჩაოხრებულ საქმეებზე თუ ვინმე რამეს კრიტიკულ კომენტარს გააკეთებს იმათი ქრთველობა შენი და შენისთანების სალაპარაკო არაა!
daviti
09:28 09-10-2011
0
მერამდენად ვკითხულობ ვითომ ქართულ ფეხბურთზე თავგადადებული გულშემატკივრებს ქილიკიტ ხან ზუგდიდში გადააქვთ ფედერაცია, ხან კი დიდოუ ნანა ელანდებათ საქართველოს ჰიმნად, ამათ მინდა ვუთხრა!! ცოტა გაფილტრეთ თქვენი კომენტარები

ვითომ ქართველები ესენი
mamuka
20:59 07-10-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული