საპალანგო თვრამეტეული ცნობილია

AutoSharing Option
როგორც იცით, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები პალანგაში მიემგზავრება ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირზე საასპარეზოდ. კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი იქ ხვალ მიდის, ტურნირი კი 23 აგვისტოს დაიწყება და 29-ში დასრულდება.
ქართველმა 17-წლამდელებმა ნაყოფიერი შეკრება გაიარეს და ჟორჟიკაშვილმა 25 კანდიდატიდან სწორედ ამის შემდეგ შეარჩია ის 18 ფეხბურთელი, რომლებიც პალანგაში საქართველოს ღირსებას დაიცავენ.

მეკარეები: გაბრიელ თებიძე (ოლიმპი), ლევან გუდავაძე (ბაია);
მცველები: ნიკა სანდოხაძე, ავთო მანაგაძე (ორივე - დინამო), დაჩი ცნობილაძე (ოლიმპი), სანდრო ჭიღვარია, დავით მთივლიშვილი (ორივე - ლოკომოტივი), გიორგი როგავა (ბაია);
ნახევარმცველები: ლუკას ჰუფნაგელი (ბაიერნი), გიორგი სარჯველაძე
(35-ე საფ. სკოლა), გოგი გოგიჩაიშვილი (ტორპედო), გიორგი ჯავახიშვილი (დინამო), გურამ სამუშია (ბაია), ჯემალ ხანთაძე (ზესტაფონი);
თავდამსხმელები: ბაჩო არაბული, გიორგი ფანცულაია (ორივე - ოლიმპი), თემურ მარკოზაშვილი (მერანი თბ.), ნიკოლოზ კაჭარავა (დინამო).

უკვე გაიმართა წილისყრა და გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები უკრაინა, ლატვია და მოლდოვა იქნებიან. A ჯგუფში კი ლიტვა, ყაზახეთი, ბელარუსი და აზერბაიჯანი ითამაშებენ. ფინალში გასასვლელად მხოლოდ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებაა საკმარისი.
როგორც ხედავთ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების განაცხადშია მიუნხენის "ბაიერნის" წევრი ლუკას ჰუფნაგელი, გერმანიაში მოთამაშე კიდევ კიდევ ერთი ჩვენებური, "მიუნხენ 1860"-ის ფეხბურთელი ლუკა ჩხაიძე კი ჟორჟიკაშვილის გუნდს მოგვიანებით შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული