საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები ლიეპაიაში ამ
22:58 26-08-2010
ორი გამარჯვება ლატვიაში
AutoSharing Option
საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები ლატვიაში იმყოფება, სადაც ლიეპაიას თასზე ასპარეზობს. ნოდარ აკობიას გუნდმა ლიეპაიაში მაღალ დონეზე ითამაშა და საწყისი ორი მატჩი დამაჯერებლად მოიგო. პირველ შეხვედრაში ქართველებმა "დაუგავა" ვატო არველაძის, ნიკა ქორიძისა და გიორგი ჯობავას გოლებით "დაუგავა" 3:0 გაანადგურეს, მეორე მატჩი კი ჩვენმა გუნდმა ლიტვურ "ჟოგელაისთან" ჩაატარა და კიდევ უფრო შთამბეჭდავად, 6:0 გაიმარჯვა. ნიკა ლაშხიამ ამ თამაშში დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი არველაძის, ჯობავას, დიმიტრი თუთბერიძისა და რატი კაკიაშვილის ანგარიშზეა. დღეს ქართველი 13-წლამდელები რიგის "ალბერტის" წინააღმდეგ ითამაშებენ.
საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები ლიეპაიაში ამ
შემადგენლობითაა წასული: ოთარ გოშაძე (საბურთალო), გიორგი ჯობავა, სანდრო ბენდიანიშვილი, ირაკლი კამლაძე, რატი კაკიაშვილი, გიორგი წივილაშვილი, ლუკა ვარძელაშვილი (ყველა - ნორჩი დინამოელი), გიორგი ადამია, გიორგი თვარაძე, გიორგი ბერიძე, გურამ გოშთელიანი (ყველა - ოლიმპი თბ.), გიორგი აბელაშვილი (რუსთავი), ირაკლი კომახიძე (ქობულეთი), ნიკა ლაშხია, ბექა მიქელაძე, დიმიტრი თუთბერიძე (ყველა – ბაია), გიგა წურწუმია (კოლხეთი ხ.), ვატო არველაძე, ნიკა ქორიძე (ორივე – 35-ე საფ. სკოლა).
საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრები ლიეპაიაში ამ
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული