ამასობაში კი ნოდარ აკობიას გუნდმა ლიეპაიაში კიდევ ორ შეხვედრაში გაიმარჯვა. ქართველმა ბავშვებმა რიგის "ალბერტა" 8:0 გაანადგურეს. დუბლები შეასრულეს გიორგი ბერიძემ და ბექა მიქელთაძემ, თითო გოლი კი ნიკა ლაშხიას, ნიკა ქორიძის, გიორგი ჯობავასა და გიორგი თვარაძის ანგარიშზეა.
ამ სამი გამარჯვებით საქართველოს ნაკრებმა მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა, სადაც სასტარტო მატჩში 2:0 დაამარცხა ლიეპაიას "მეტალურგსი". გოლები ჯობავამ და ქორიძემ გაიტანეს.