ხვალ მესამე ადგილისთვის ვიბრძოლებთ

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა პალანგის საერთაშორისო ტურნირზე ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩი ჩაატარა და ჯგუფის აუტსაიდერი ლატვია 3:1 დაამარცხა. რაკი პარალელურად გამართულ შეხვედრაში უკრაინამ მოლდოვას 2:0 სძლია, კობა ჟორჟიკაშვილის გუნდი ჯგუფში მეორე ადგილს დასჯერდა და ტურნირის მესამე ადგილისთვის დღეს მეორე ჯგუფის მეორეადგილოსან ბელარუსის 17-წლამდელთა ნაკრებს შეებრძოლება.

საქართველოს ნაკრები B ჯგუფში თამაშობდა, სადაც გუნდები საბოლოოდ ასე განლაგდნენ:

1. უკრაინა 3 3 0 0 7-1 9
2. საქართველო 3 2 0 1 9-4 6
3. მოლდოვა 3 1 0 2 3-9 3
4. ლატვია 3 0 0 3 3-8 0

A
ჯგუფში კი ასეთი სიტუაციაა:

1. ლიტვა 3 2 1 0 4-2 7
2. ბელარუსი 3 2 0 1 6-3 6
3. აზერბაიჯანი 3 1 0 2 4-5 3
4. ყაზახეთი 3 0 1 2 2-6 1






მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული