შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ტურნირის სასტარტო მატჩში მოლდოვა 6:0 გაანადგურა, რასაც ერთადერთი იქაური ჩავარდნა, უკრაინასთან განცდილი 0:3 მოჰყვა.
საქართველოს 17-წლამდელთა შარშანდელი ფორმაციის ნაკრებმა პალანგის ტურნირი მოიგო, ახლა კი თავი იმით შეგვიძლია დავიმშვიდოთ, რომ ჩვენმა გუნდმა გათამაშებაში ყველაზე მეტი, 14 გოლი გაიტანა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ტურნირი უკრაინამ მოიგო, რომელმაც ფინალში მასპინძელ ლიტვას ფრედ, 1:1 ეთამაშა, პენალტების სერიაში კი 9:8 სძლია.
პალანგის ტურნირისა და ზოგადად, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირისთვის მზადების გადამწყვეტ ეტაპზე მყოფი გუნდის სადღეისო კონდიციების შეფასებას "ლელოს" ერთ-ერთ უახლოეს ნომერში კობა ჟორჟიკაშვილს ვთხოვთ, ახლა კი იმ 18-კაციან შემადგენლობას გადავავლოთ თვალი, რომელმაც პალანგის ტურნირზე საქართველოს ღირსება დაიცვა.
მეკარეები: გაბრიელ თებიძე (ოლიმპი), ლევან გუდავაძე (ბაია);
მცველები: ნიკა სანდოხაძე, ავთო მანაგაძე (ორივე - დინამო), დაჩი ცნობილაძე (ოლიმპი), სანდრო ჭიღვარია, დავით მთივლიშვილი (ორივე - ლოკომოტივი), გიორგი როგავა (ბაია);
ნახევარმცველები: ლუკას ჰუფნაგელი (ბაიერნი), გიორგი სარჯველაძე (35-ე საფ. სკოლა), გოგი გოგიჩაიშვილი (ტორპედო), გიორგი ჯავახიშვილი (დინამო), გურამ სამუშია (ბაია), ჯემალ ხანთაძე (ზესტაფონი);
თავდამსხმელები: ბაჩო არაბული, გიორგი ფანცულაია (ორივე - ოლიმპი), თემურ მარკოზაშვილი (მერანი თბ.), ნიკოლოზ კაჭარავა (დინამო).