ცნობილი გახდა, რომ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს კახა კაჭარავა გაწვრთნის. თუმცა, უცნობი დარჩა ერთი საინტერესო ფაქტი, რაც იმავე დღეებში გადაწყდა - კაჭარავამ ნაკრებში მეკარეების მწვრთნელად გრიგოლ ჭანტურია მიიწვია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების, ქუთაისის "ტორპედოს", "ზესტაფონისა" და სიმფეროპოლის "ტავრიას" ყოფილმა მეკარემ 2010 წლის დეკემბერში კარიერა რუსთავის "ოლიმპში" დაასრულა და მას შემდეგ უმუშევარი იყო.
"მთელი ცხოვრება ფეხბურთში ვიყავი, მაგრამ რუსთავი
ცხადია, სიხარულით დავთანხმდი. მანამდე ნოდარ აკობიამ მკითხა, მეკარეთა მწვრთნელობას შეძლებდიო? როგორც ჩანს, რეკომენდაცია გამიწია. ნაკრებში მუშაობა საპასუხისმგებლოა და ამ ნდობისთვის მათ და ფედერაციას მადლობას ვუხდი.
მართალია, მწვრთნელად არასოდეს მიმუშავია, მაგრამ ტრაბახის გარეშე ვიტყვი, რომ ჩემს გვერდით ნაკრების ორი მეკარე გაიზარდა, ნუკრი რევიშვილი და როინ კვასხვაძე, აგრეთვე გიორგი ძაძამია, თუ გახსოვთ, ნაკრებში თემურ ქეცბაიამ ადრე ისიც მიიწვია. როდესაც ჩემთან ერთად ვარჯიშობდნენ, სამივე პატარა ბიჭი იყო და ყველანაირად ვეხმარებოდი. თავადაც გეტყვიან, რომ მათ გაზრდაში მოკრძალებული წვლილი მეც მაქვს შეტანილი", - ამბობს ჭანტურია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"