17-წლამდელები: კალენდარიც ცნობილია და მსაჯებიც

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპს 18 ოქტომბერს დაიწყებს. მე-3 შესარჩევ ჯგუფს საქართველო უმასპინძლებს. უკვე დადგინდა, რომ ჯგუფის ექვსივე მატჩი თბილისში ჩატარდება – სამი "ბორის პაიჭაძეზე" და სამიც – "მიხეილ მესხზე". ქართველები სამივე შეხვედრას ეროვნულ სტადიონზე გამართავენ. შეგახსენებთ, ელიტრაუნდში თამაშის უფლებას ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი მოიპოვებს.

დასაზუსტებელია მხოლოდ მატჩების დაწყების საათები, ახლა კი ჯგუფის კალენდარსა და მატჩების მომსახურე არბიტრების ვინაობას გადავხედოთ.


18.10

პოლონეთი-საქართველო
ბ. პაიჭაძე
არბიტრი: გ. სპირკოვსკი (მაკედონია)

ინგლისი-შვედეთი
მ. მესხი
არბიტრი: რ. აისნერი (ავსტრია)

20.10

პოლონეთი-შვედეთი
მ. მესხი
არბიტრი: ნ. დუნაუსკასი (ლიტვა)

საქართველო-ინგლისი
ბ. პაიჭაძე
არბიტრი: რ. აისნერი (ავსტრია)

23.10

ინგლისი-პოლონეთი
მ. მესხი
არბიტრი: ნ. დუნაუსკასი (ლიტვა)

შვედეთი-საქართველო
ბ. პაიჭაძე
არბიტრი: გ. სპირკოვსკი (მაკედონია)

ქართულმა მხარემ უეფას მინი-ტურნირის ჩატარების ერთ-ერთ მასპინძელ სტადიონად რუსთავის "ფოლადიც" შესთავაზა, მაგრამ იმის გამო, რომ ინგლისელებმა ხელოვნურსაფარიან მოედანზე თამაში არ ისურვეს, არჩევანი საბოლოოდ ორ თბილისურ არენაზე შეჩერდა.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული