ალექსანდრე ჩივაძე: "ლევან ყენია სანაკრებო სიაშია და თუ ჩამოვა, ითამაშებს"

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, რომელსაც ალექსანდრე ჩივაძის ხელმძღვანელობით პირველი ოფიციალური მატჩები უწევს, ბელორუსის დედაქალაქ მინსკში შეიკრიბება და 1 ივნისს, ადგილობრივ ასაკობრივ ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.

ამის შემდეგ, ჩივაძის გუნდი ესტონეთში გაემგზავრება, სადაც 5 ივნისს, უკვე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს ითამაშებს ესტონელ 21-წლამდელებთან.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა გაფართოებულ სიაში შემდეგი მოთამაშეები შეიყვანა:

მეკარეები: გიორგი ნადირაძე ("სპარტაკი", ცხინვალი), დავით ლეგაშვილი ("სასკო"), გიორგი ბეგაშვილი ("გაგრა")
მცველები: ლაშა კალანდაძე, გიორგი ჯგერენაია ("გაგრა"), გივი იოსელიანი ("ტორპედო", ქუთაისი), არჩილ ტვილდიანი ("დინამო" თბილისი), სოლომონ კვირკველია, ავთანდილ ბრაჭული
("რუბინი", რუსეთი), მამუკა კობახიძე ("ზესტაფონი"), ნიკა აფაქიძე ("ბაია", ზუგდიდი)
ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი, გიორგი პაპავა, ლაშა პარუნაშვილი, ჯამბულ ჯიღაური ("დინამო" თბილისი), მიხეილ სარდალიშვილი ("გაგრა"), ვაკო ყაზაიშვილი ("ვიტესი", ჰოლანდია), მერაბ გიგაური, ნიკა ძალამიძე ("იაგელონია", პოლონეთი), ზაქარია ბეგლარიშვილი ("ფლორა", ესტონეთი), ლაშა გვალია ("კოლხეთი", ფოთი), თორნიკე ოქრიაშვილი ("ილიჩევეცი", უკრაინა), თეიმურაზ შარაშენიძე ("სპარტაკი", ცხინვალი), ლევან ყენია ("შალკე 04", გერმანია)
თავდამსხმელები: ლაშა ჩაფიძე ("სპარტაკი", ცხინვალი),ნიკოლოზ საბანაძე ("ტორპედო", ქუთაისი), ლევან მჭედლიძე ("ემპოლი", იტალია), დავით სხირტლაძე ("ორჰუსი", დანია), ლაშა კუკავა ("ბაია", ზუგდიდი)

თავად ჩივაძე, ხორვატიაში იმყოფება საქართველოს 19-წლამდე ნაკრებთან ერთად და ელიტრაუნდის თამაშებს ესწრება. საქართველოში მყოფი მოთამაშეები კი, ზაურ სვანაძის, გელა ინალიშვილისა და დავით გვარამაძის ხელმძღვანელობით ემზადებიან.

რაც შეეხება ნაკრების ნახევარმცველის - ლევან ყენიასთან დაკავშირებულ თემას, ალექსანდრე ჩივაძის განცხადებით, ის სანაკრებო სიაშია და თუ სანაკრებო შეკრებაზე ჩავა, თამაშის საშუალება აუცილებლად მიეცემა.

"ყენიასთან დაკავშირება ვთხოვე ნაკრები გუნდის მენეჯერს და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას: თუ ლევანი ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად იქნება, ის აუცილებლად ითამაშებს როგორც ამხანაგურ, ისე ოფიციალურ თამაშს.

როგორც შევიტყვე, მას ამ დრომდე გამორთული აქვს ტელეფონი და ჩვენი მენეჯერი დაკავშირებას ვერ ახერხებს.

მიუხედავად ამისა, ის სანაკრებო სიაში რჩება და ჩვენი საიტის მეშვეობითაც კიდევ ერთხელ ვადასტურებ - თუ ჩამოვა, აუცილებლად ითამაშებს",
- განაცხადა ჩივაძემ.

ასევე იხილეთ
ლევან ყენია: გულდაწყვეტილი ვარ, თემურ ქეცბაისგან ამას არ ველოდი
თემურ ქეცბაია: ნაკრებში იქნება ის, ვინც საქართველოს გამარჯვებაზე იფიქრებს!

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული