მეტოქეების შესახებ ბოლოს გაზაფხულზე გიამბეთ და ამიტომაც, ახლა ის ვნახოთ, როგორ გაატარეს მათ ზაფხულის პერიოდი.
დავიწყოთ ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებით. ბრიტანელებს, ისევე
აგვისტოს ბოლოს ინგლისში კიდევ ერთი შეჯიბრება გაიმართა, სადაც მასპინძლებმა ასევე დამაჯერებლად იმარჯვეს. ოთხთა ტურნირი წრიულად წარიმართა. სასტარტო ტურში ინგლისმა თურქეთთან ფრედ, 2:2 ითამაშა, შემდეგ კი ზედიზედ ორჯერ გაიმარჯვა და პირველობა არავის დაუთმო. მასპინძლებმა ავსტრალია და პორტუგალია შესაბამისად, 4:0 და 3:1 დაამარცხეს.
მოკლედ, როგორც ხედავთ, ინგლისელებმა ბოლო თვეებში შესანიშნავ შედეგებს მიაღწიეს და ერთის გარდა, ყველა მატჩი გაიმარჯვეს.
გადავინაცვლოთ შვედთა ბანაკში. სკანდინავებს მთლად ინგლისელთა დარი შედეგები არ აქვთ, მაგრამ მაინც მაღალ დონეზე ასპარეზობენ. ივნისში შვედეთის 17-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთს უმასპინძლა და მის წინააღმდეგ ორი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა. ორივე მატჩი ფრედ, ერთნაირი ანგარიშით 2:2 დასრულდა.
როგორც უკვე გითხარით, აგვისტოს ბოლოს გამართულ ტურნირზე შვედეთი ინგლისთან 1:2 დამარცხდა, სამაგიეროდ, 2:1 სძლია შოტლანდიას, 9:0 გაანადგურა ფარერები და ფრედ, 2:2 ითამაშა ნორვეგიასთან. სექტემბრის ბოლოს შვედები სერბეთს ესტუმრებიან და 28 და 30 სექტემბერს იქაურ 17-წლამდელებს ესპარინგებიან.
პოლონელებმა აგვისტოს დასაწყისში ლიტვა 5:0 გაანადგურეს, რასაც უელსში სტუმრობა მოჰყვა. პირველი მატჩი იქ პოლონელმა 17-წლამდელებმა მასპინძლებს 2:1 მოუგეს, მეორე კი ფრედ, 2:2 დასრულდა. ამის შემდე პოლონეთმა ლიტვას 3:0 სძლია.
ამჟამად პოლონელები უკრაინაში იმყოფებიან საერთაშორისო ტურნირზე, სადაც სასტარტო მატჩში ჩეხეთი 3:2 დაამარცხეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
სამარცხვინოა!!!!!!!!