ნიკა ჭანტურიას ლონდონის "არსენალში" ვარჯიშს ლუპით აკვირდებიან

AutoSharing Option
ორიოდე დღის წინათ ვწერდით, რომ ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველი და ამ გუნდის კაპიტანი ნიკა ჭანტურია ლონდონის "არსენალის" სარეზერვო გუნდში ვარჯიშობს.

ინგლისელები ქართველ ფეხბურთელს სამენეჯერო სააგენტო FA Players Agents-ის დახმარებით დაუკავშირდნენ.

Sportall.Ge
ნიკა ჭანტურია (მარჯვნივ) ლონდონის "არსენალში" ვარჯიშის დროს

ამ სააგენტოს წარმომადგენლის, ბესო აბაშიძის თქმით, ინგლისელები ქართველ ახალგაზრდას, როგორც იტყვიან, ლუპით აკვირდებიან:

"გასინჯვის შედეგებს მომავალი კვირის ბოლოსთვის განვაცხადებთ. მანამდე ყველას მოცდა მოგვიწევს.

ნიკას თამაშ
ები ვისაც აქვს ნანახი, იმისთვის ნათელია, რომ ნებისმიერ გუნდში შეუძლია თავის გამოჩენა, მაგრამ ჯერ არ ვიჩქარებთ.

ნიკა
ჭანტურიამ 8 აგვისტოს ნიკლას ბენდტნერთან, სკილაჩისთან, ველინგტონთან და "არსენალის" შემადგენლობის კიდევ რამდენიმე მოთამაშესთან ერთად ივარჯიშა.

გუნდის მთავარი სკაუტი ვარჯიშებს საგანგებოდ მასზე დასაკვირვებლად ესწრება"
.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ნიკა ჭანტურია ლონდონის "არსენალშია"
დაიტოვებს "ფრაიბურგი" ნიკა ჭანტურიას და დავით ჯიქიას?
"ფრაიბურგი" ქართველ ფეხბურთელებს ისევ იწვევს
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიკა, არსენალში დამკვიდრებას გისურვებ, და შედეგ უფრო მეტ წარმატებებს, გაიხარე
gizog
11:12 10-08-2012
0

სიახლეები პოპულარული