17-წლამდელების მომავალი: მეკარეები გუნდებში დაბინავდნენ, ლაშა დვალი ინგლისს ელის

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მცირე ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე მე-3 ადგილი დაიკავა და უდიდესი სიხარული მოგვანიჭა.

ვასილ მაისურაძის
გუნდის წევრები ნელ-ნელა დიდ გუნდებში ცდილობენ ფეხის მოკიდებას.

გუნდის ბირთვი გუბაზ დოლიძესთან "იბერია-2010"-ში ირიცხებოდა და ახლა ისინი ასპარეზობას საჩხერის "ჩიხურას" სახელით გააგრძელებენ, სადაც დოლიძე მთავარ მწვრთნელად დაინიშნა.

ნიკა ჭანტურიას ამბავი ცნობილია - ნაკრების კაპიტანი ლონდონის "არსენალის" დუბლშემადგენლობაში ვარჯიშობს, დავით ჯიქია კი "ფრაიბურგში" სავიზო პრობლემის მოგვარებას ელის.

ცენტრალური მცველი ლაშა დვალი კიევის "დინამოსა" და სანკტ-პეტერბურგის "ზენიტს" სურს, მაგრამ ბოლოს ინგლისურმა "რედინგმა" მიიწვია და ლაშა
ახლა დიდი ბრიტანეთის ვიზის მოლოდინშია.

გორის "დილასთან" გააფორმა კონტრაქტი გიორგი აბურჯანიამ, რომელსაც უმაღლეს ლიგაში დებიუტი ორი წლის წინ, 15 წლის ასაკში ჰქონდა - რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი დამრიგებელი თორნიკე მაისურაძე ჯერ კიდევ მაშინ ენდო.

ახალ გუნდებში არიან ნაკრების მეკარეები: ალექსანდრე ადამია კარიერას "გაგრაში" გააგრძელებს. მისი კონკურენტი ნიკა შერმადინი კი საჩხერის "ჩიხურაში" მიიწვიეს და ძირითად შემადგენლობასთან ერთად ვარჯიშობს.

იმედია, ამ ნაკრების ფეხბურთელები შესაფერის კლუბებს მოძებნიან, მცირედი წარმატება თავში არ აუვარდებათ, გაიზრდებიან და ჩვენს გაღვიძებულ იმედებსაც გაამართლებენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ნიკა ჭანტურიას ლონდონის "არსენალში" ვარჯიშს ლუპით აკვირდებიან
ლაშა დვალისთვის ბრძოლაში რუსულ "ზენიტს" ინგლისური "რედინგი" ეცილება
დაიტოვებს "ფრაიბურგი" ნიკა ჭანტურიას და დავით ჯიქიას?
ვასილ მაისურაძის წარმატების ფორმულა
UEFA.COM: ქართველი პელე თავისი გუნდით ამაყობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული