არადა, წინა ტურებში არადამაჯერებელი თამაშის შემდეგ ჯგუფიდან გასასვლელად საქართველოს ისლანდიასთან მხოლოდ მოგება აწყობდა.
კაჭარავამ ძირითადში სამი თავდამსხმელი დააყენა, გუნდმაც შეხვედრა აქტიურად დაიწყო. რეალური საგოლე მომენტი უკვე მე-5 წუთზე შეიქმნა: კარში თემურ მარკოზაშვილმა დაარტყა, მაგრამ 31 ოქტომბერს ისლანდიელთა მეკარე რუნარ რუნარსონი ძალიან კარგად თამაშობდა. მან მე-10 წუთზე ბაჩანა არაბულს არ მისცა ანგარიშის გახსნის საშულება, 23-ე წუთზე კი - გიორგი აბურჯანიას.
ისლანდიამ პირველი სახიფათო მომენტი მხოლოდ 25-ე წუთზე შექმნა, როდესაც დედი ბერგსონის
27-ე წუთზე კაჭარავამ ფლანგის შემტევი გურამ სამუშია ასევე თავდამსხმელით, გიორგი ფანცულაიათი შეცვალა.
36-ე წუთზე რეალური საგოლე მომენტი ისევ მარკოზაშვილმა შექმნა, მაგრამ ანგარიში მხოლოდ მე-40 წუთზე გაიხსნა: ნიკა კაჭარავას გადაცემით, დასარტყმელ პოზიციაზე ბაჩანა არაბული გავიდა და ზუსტად დაარტყა - 1:0.
მეორე ტაიმიც ანალოგიური სცენარით მიმდინარეობდა, ქართველები უტევდნენ, ისლანდიელები კი იშვიათი კონტრშეტევებით პასუხობდნენ.
საგოლე მომენტები შექმნეს ფანცულაიამ, არაბულმა და კაჭარავამ, მაგრამ რუნარსონი კვლავაც კარგად თამაშობდა და გუნდი აშკარა გოლებისგან იხსნა.
ისლანდიელებს ფრეც აწყობდათ და ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ. 63-ე წუთზე კარში არონ-ელის ტრანდანსონი არტყამდა, 77-ეზე კი - ვილიამსონი, მაგრამ მეკარე თებიძე საიმედოდ გამოიყურებოდა.
გადამწყვეტი გამოდგა 78-ე წუთი: არაბულმა დუბლი შეასრულა და საქართველო ელიტრაუნდისკენ გააქანა. სასიხარულოა, რომ ეს ნიჭიერი თავდამსხმელი ფორმას იბრუნებს და იმედია, მალე უფრო მაღალ დონეზეც გაიბრწყინებს.
უცნობია რატომ, მაგრამ მაკედონიელმა არბიტრმა დიმიტარ მეცკაროვსკიმ შეხვედრა 7 წუთით გააგრძელა.
სამწუხაროა, რომ ცუდი ტრადიცია არ დაირღვა და საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა კვლავ 10 მოთამაშით დაასრულა: მოედნიდან ლევან გეგეჭკორი გააძევეს. ამოუხსნელი ის არის, რომ გეგეჭკორმა ორივე ყვითელი ბარათი დამატებულ დროში მიიღო. როგორ, რანაირად, ამასაც ხომ შნო უნდა?!
პარალელურად მიმდინარე შეხვედრაში მასპინძელმა ხორვატიამ აზერბაიჯანს სძლია და პირველ ადგილზე გავიდა. გაიბრწყინა ტომისლავ კიშმა, რომელმაც მეტოქის კარი 5-ჯერ აიღო და ჯგუფური ეტაპი 6 გოლით დაასრულა.
U19. ევროპის ჩემპიონატი. პირველი შესარჩევი ციკლი
31.10.12 ზაგრები. "სიგეტი".
საქართველო-ისლანდია 2:0
გოლები: 1:0 არაბული (40), 2:0 არაბული (78)
საქართველო: თებიძე, გეგეჭკორი, უბილავა, ნ. ჭანტურია, დვალი, აბურჯანია, მარკოზაშვილი (90. ენდელაძე), ჰუფნაგელი, არაბული, კაჭარავა (83. მათიაშვილი), სამუშია (27. ფანცულაია).
სათადარიგოები: მიქავა, ლობჟანიძე, კაკაბაძე.
მწვრთნელი: კახა კაჭარავა
ისლანდია: რუნარსონი, არანსონი, ტრაუსტასონი, ჰერმანსონი, ბერგსონი, ომარსონი, ტორსტეინსონი (71. ფინბოგასონი), სიგურიონსონი, ვილიამსონი, ტრანდარსონი, ა. ადალგეირსონი (58. სვენსონი).
სათადარიგოები: შრამი, სტეფანსონი, იაფეტსონი, ხიალტალინი, პალსონი.
მწვრთნელი: კრისტიან იონსონი
გაფრთხილება: ომარსონი (29), ფანცულაია (45), ტრანდარსონი (81), ჰუფნაგელი (89), ვილიამსონი (90+4), გეგეჭკორი (90+4), ტრაუსტასონი (90+5), თებიძე (90+5).
გაძევება: გეგეჭკორი (90+7. მეორე ყვითელი)
არბიტრი: დ. მეცკაროვსკი (მაკედონია)
ხორვატია-აზერბაიჯანი 7:1
0:1 ბუდაგოვი (12), 1:1 კიში (35), 2:1 ივანჩიჩი (43), 3:1 კიში (65), 4:1 კიში (72), 5:1 კიში (81), 6:1 კიში (90), 7:1 ბრლეკი (90+4 პ)
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ხორვატია | 3 | 2 | 1 | 0 | 11-3 | 7 |
2 | საქართველო | 3 | 1 | 1 | 1 | 3-3 | 4 |
3 | ისლანდია | 3 | 1 | 1 | 0 | 4-5 | 4 |
4 | აზერბაიჯანი | 3 | 0 | 1 | 1 | 3-10 | 1 |
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
19-წლამდელების ფრე აზერბაიჯანთან და დარჩენილი იმედი
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა