იმის მიუხედავად, რომ საკვალიფიკაციო ციკლის დაწყებამდე კვირაზე ნაკლებიღა გვრჩება, ჯერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებში ლუკას ჰუფნაგელის თამაშის საკითხი. "ლელოს" მკითხველმა კარგად იცის, რომ ეს ნიჭიერი ნახევარმცველი მიუნხენის "ბაიერნის" აღზრდილია და დედით ქართველია. ლუკასმა საქართველოს ღირსების დაცვა გადაწყვიტა, მისმა ოჯახმაც ძალიან მოინდომა და ჰუფნაგელმა ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში პალანგის საერთაშირისო
თითქოს ყველაფერი მოგვარებული იყო და ოფიციალურ ტურნირებში მის თამაშს წინ არაფერი ედგა, მაგრამ ბოლო დღეებში გაირკვა, რომ ჰუფნაგელისთვის ქართული პასპორტის აღება ფერხდებოდა. გუშინ ამ თემაზე ინფორმაციის გაგება საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კობა ჟორჟიკაშვილისგან ვცადეთ, მაგრამ ახალი ვერაფერი შევიტყვეთ.
"ეს საკითხი ჯერ კიდევ არაა დადებითად გადაწყვეტილი, მაგრამ მაინც გვაქვს იმის იმედი, რომ ფორმალობების მოგვარება მოესწრება. ლუკასი გერმანიის მოქალაქეა, მაგრამ ქართული პასპორტი ყოველ მიზეზგარეშე ეკუთვნის, რადგან დედა საქართველოს მოქალაქე ჰყავს. მიკვირს, რატომ გაჭიანურდა ამ საკითხის დადებითად გადაჭრა. ჰუფნაგელი ჩვენი გუნდისთვის ძალიან საჭირო ფეხბურთელია და ვიმედოვნებ, ყველაფერი ჩვენთვის სასიკეთოდ გადაწყდება. უეფაში გუნდის განაცხადის შეტანამდე დრო ჯერ კიდევ გვაქვს და ბუნებრივია, ლუკასისთვის ქართული პასპორტის აღება მანამდე უნდა მოვასწროთ", - გვითხრა ჟორჟიკაშვილმა.
ამ გაჭიანურებულ ამბავს ნათელი მას შემდეგ მოეფინება, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ლატვიიდან დაბრუნდება – იქ ქართული ფეხბურთის მესვეურები ლატვია-საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩზე დასასწრებად არიან წასულნი და ბუნებრივია, ჰუფნაგელის საკითხის დადებითად გადაწყვეტა მათ აკისრიათ.
ლუკასი კი საქართველოში სავარაუდოდ, ორიოდე დღეში ჩამოვა და აქ შეიტყობს, როგორ გადაწყდება მისი ამბავი. დაგვეთანხმებით, მეტისმეტად არასასიამოვნოა, როცა ქართული ფეხბურთისთვის ასეთი მნიშვნელოვანი საკითხი ზედ სანაკრებო შეხვედრების წინ წყდება. ღმერთმა, უდავოდ დიდი პერსპექტივის მქონე ტალანტი არ დავკარგოთ...
საბოლოოდ გამოირიცხა საქართველოს 17-წლამდელთა გერმანიაში მოთამაშე კიდევ ერთი ნიჭიერი ქართველის, "მიუნხენ 1860"-ის აღზრდილი ლუკა ჩხაიძის თამაში. ჰუფნაგელების მსგავსად, ჩხაიძეების ოჯახსაც დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ლუკას საქართველოს სახელით ეთამაშა, მაგრამ იურიდიულად ჩხაიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ვერ ხერხდება, რადგან მამაც და დედაც გერმანიის მოქალაქეები ჰყავს. შეგახსენებთ, მან საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში არცთუ დიდი ხნის წინ, სომხეთში გამართულ ამხანაგურ მატჩებში ითამაშა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
http://www.fu-pa.de/spieler/lukas-hufnagel-4943.html
და ირიცხება TSV Triftern გუნდში