ქართველმა 17-წლამდელებმა მასპინძელ ბელორუსებს შანსი არ დაუტოვეს

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირზე მეორე ტურის მატჩი გამართა და მასპინძელ ბელორუსს დამაჯერებლად, 2:0 სძლია.

ანგარიში 32-ე წუთზე ილია კერძევაძემ გახსნა, ხოლო მეორე ბურთი 75-ე წუთზე ლუკა ზარანდიამ გაიტანა.

შეგახსენებთ, გიორგი დევდარიანის გუნდმა ტურნირი ბელგიასთან განცდილი დასანანი მარცხით (2:3) დაიწყო, რითაც ფინალში გასვლის შანსი მკვეთრად შეიმცირა. მინსკში ნახევარფინალები არ იმართება და ჯგუფების გამარჯვებულები ავტომატურად გადიან ფინალში.

ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ბელგიამ ლიტვა 1:0 დაამარცხა, რის შემდეგაც ჯგუფში ასეთი სატურნირო მდგომარეობა შეიქმნა:

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 2 2 0 0 4-2 6
2. საქართველო 2 1 0 1 4-3 3
3. ბელორუსი 2 1 0 1 3-2 3
4. ლიტვა 2 0 0 2 0-4 0

ფინალში გასასვლელად საქართველოს ნაკრებს ლიტვის რაც შეიძლება დიდი ანგარიშით დამარცხება და ბელორუსის მიერ ბელგიის ძლევა სჭირდება. ჯგუფური ეტაპი 24 იანვარს დასრულდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირი მარცხით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 1 /
დევდარიანი შენ გენაცვალე!
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული