საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის საერთაშორისო ტურნირი მარცხით დაიწყო - გიორგი დევდარიანის გუნდმა ბელგიასთან 2:3 წააგო.

საქართველოს ნაკრები ორჯერ იყო დაწინაურებული, მაგრამ, სამწუხაროდ, უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, თვალშისაცემი იყო არაობიექტური მსაჯობა - საქართველოს ნაკრების კარში პენალტი მეტად საეჭვო ვითარებაში დაინიშნა და ბელგიელთა მეორე გოლიც ბადებს ეჭვებს - სავარაუდოდ, ხარიხიდან ასხლეტილ ბურთს კარის ხაზი არ გადაუკვეთავს.

საქართველო-ბელგია 2:3
გოლები: 1:0 კერძევაძე (6), 1:1 ბაკალი (28. პენ), 2:1 თევზაძე (50), 2:2 კანეპეელი (53), 2:3 კანეპეელი (68)

საქართველო: გოშაძე, ველიაშვილი, მალანია,
მარგველაშვილი, ტაბიძე, შულაია (71. რ. ჭანტურია), თევზაძე, გოროზია (30. ჩაბრაძე), ხარაიშვილი (62. ბერიძე), ზარანდია, კერძევაძე
მწვრთნელი: გ. დევდარიანი

ბელგია: დე ბული, მარიენი (58. მატეისი), ბოსარტსი, ისკი, ბრუვერსი, ალესანდრო, კანეპეელი, ბურარი, ბაკალი (80. ნოტებუმი), დე ვალე (58. ვანდერუტი), დე მენი (58. კარლონე)
მწვრთნელი: ბ. ბროვაისი

გაფრთხილება: მარგველაშვილი, მალანია, ბაკალი, მატეისი, ველიაშვილი
გაძევება: ველიაშვილი (79)

* * *
ტურნირის პირველ დღეს სხვა შეხვედრები ასეთი ანგარიშებით დასრულდა:

ბელორუსი-ლიტვა 3:0
უკრაინა-მოლდოვა 6:0
რუსეთი-ლატვია 5:1

* * *
22 იანვარს, თბილისის დროით 19 საათზე, მასპინძელი ბელორუსისა და საქართველოს ნაკრების მატჩი დაიწყება. ჩვენს გუნდს ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი ფინალში გასვლის თეორიული შანსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
არაუშავს, როგორც მიმოხილვიდან ჩანს, თამაშით ვერ გვაჯობეს. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ბელგიური ფეხბურთი ეხლა დიდი აღმავლობის გზაზეა ყველა ასაკოვან ნაკრებში.
Tornike
11:32 24-01-2013
0
რა უნდათ ამ მსაჯებს არ გაგვახარეს, მარა ბიჭებს ყოჩაღმაინც რო იბრძვიან!
zura
23:33 23-01-2013
0

სიახლეები პოპულარული