საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრია მოგებით დაიწყო

AutoSharing Option
ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა 20 მარტს პირველი შეხვედრა გამართა - ალბანეთის ახალგაზრდული ნაკრები 2:0 დაამარცხა.

პირველ ტაიმში ალბანელთა კარში გოლი ვლადიკავკაზის "ალანიას" თავდამსხმელმა გიორგი ჭანტურიამ გაიტანა, მეორეში კი უნგრული "დიორის" შემტევმა გიორგი ქვილითაიამ.

აღსანიშნავია, რომ ქვილითაია პირველად არის გამოძახებული ახალგაზრდულ ნაკრებში და დებიუტშივე მოახერხა თავის გამოჩენა.

ქართველმა ახალგაზრდებმა ამ შემადგენლობით ითამაშეს: ნადირაძე, ტვილდიანი, კოხია (გაგნიძე), კობახიძე, კვეკვესკირი, პაპავა (ჯგერენაია), პარუნაშვილი (ილურიძე), ჯიღაური (გიგაური), ყაზაიშვილი (კირკიტაძე), ჭანტურია (ჩაფიძე),სხირტლაძე (ქვილითაია).

მომდევნო შეხვედრას ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი გუნდი 23 მარტს გამართავს აზერბაიჯანელ
თანატოლებთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული