U17. საქართველო VS ირლანდია - მცირე შანსიც იმედია

AutoSharing Option
27 მარტს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდის მეორე ტურის მატჩს ჩაატარებს.

გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქე ირლანდია იქნება, რომელმაც პირველ ტურში მასპინძელ ავსტრიას 1:0 სძლია. საქართველოს ნაკრები კი, შეგახსენებთ, სერბეთთან 0:2 დამარცხდა.

საქართველო-ირლანდიის შეხვედრა თბილისის დროით 14 საათზე დაიწყება.

რასაკვირველია, ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსის შესანარჩუნებლად ქართველებს მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. იმედი დავიტოვოთ, რომ ჩვენი 17-წლამდელები ამას შეძლებენ და ეგებ სერბეთსაც დაუცდეს ფეხი ავსტრიასთან.

27 მარტის შეხვედრას ყვითელი ბარათების ჭარბი რაოდენობის გამო საქართველოს ნაკრების ორი ძირითადი ფეხბურთელი, გიორგი
თევზაძე და თენგიზ გოროზია დააკლდება, დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ კი გუნდს ზურაბ გელაშვილი უბრუნდება.

პირველი ტურის შემდეგ ჩვენი ჯგუფის სატურნირო მდგომარეობა ასეთია:

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 1 1 0 0 2-0 3
2. ირლანდია 1 1 0 0 1-0 3
3. ავსტრია 1 0 0 1 0-1 0
4. საქართველო 1 0 0 1 0-2 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U17. სერბეთი-საქართველო 2:0 - მარცხით დაწყებული ელიტა
მკითხველის კომენტარები / 1 /
თქვენს ჟურნალისტობას და ონლაინობას......იიი!14:55 27.03.2013
JVAROSANI
14:50 27-03-2013
0

სიახლეები პოპულარული