ჩვენებურთა მეტოქე ხორვატიის 21-წლამდელთა ნაკრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხორვატებმა ბოლო მომენტში უარი თქვეს ამ შეხვედრაზე და ალექსანდრე ჩივაძის გუნდი მალაიზიელ ახალგაზრდებს დაუპირისპირდა - ქართველებმა 7:1 მოიგეს.
სამი გოლი გიორგი ჭანტურიამ გაიტანა (5,14,81), თითოჯერ თავი გამოიჩინეს ლაშა პარუნაშვილმა (27), ჯაბა ჯიღაურმა (32), გიორგი ილურიძემ (66) და ლაშა ჩაფიძემ (84).
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ შემადგენლობით ითამაშა: მეშველიანი (ტყეშელაშვილი 46), ტვილდიანი, კობახიძე (გაგნიძე 46), კოხია (ჯგერენაია 65), კვეკვესკირი, გიგაური, ჯიღაური (ილურიძე 46), პაპავა,
ავსტრიულ შეკრებაზე ეს ჩვენი 21-წლამდელების მესამე შეხვედრა იყო, ქართველებმა ჯერ ალბანეთი დაამარცხეს - 2:0, მერე კი აზერბაიჯანთან 1:1 ითამაშეს.
27 მარტს ჩივაძის გუნდი სამშობლოში დაბრუნდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"