საქართველოს 17-წლამდელები ბულგარეთიდან დაბრუნდნენ

AutoSharing Option
21 აპრილს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გუნდი ბულგარეთის საერთაშორისო ოთხთა ტურნირიდან სამშობლოში დაბრუნდა.

ძალიან სასიამოვნოა, რომ ნოდარ აკობიას ფეხბურთელები გამარჯვებულები დაგვიბრუნდნენ.

თურქეთთან პირველი შეხვედრა პენალტების სერიაში მოვიგეთ. მიუხედავად მეორე მატჩში ბულგარელებთან დამარცხებისა, ჩვენმა გუნდმა მესამე შეხვედრაში გიორგი არაბიძის გოლით კვიპროსელები დაამარცხა და სხვა შედეგების გათვალისწინებით, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ ნოდარ აკობიას გუნდი შემოდგომაზე თბილისში გასამართი ელიტრაუნდის შესარჩევი ეტაპისთვის ემზადება.

მანამდე პატარა "ჯვაროსნებს" წინ არაერთი ტურნირი აქვთ. მომდევნო ასეთი ტურნირი კი მაისშია დაგეგმილი.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარია ეგ არაბიდზე ტვიტოტ 98 იანია და 97 ნაკრებსჰია ცაალიან ცლიერია ცარმატებები ცმაო გაიხარე და დიდი ფეხბურტი უნდა იტამასჰოს ამ ბავსჰვმა უეცჰველი ვულოცავ კველას გაიხარეტ ბიცჰებო იკნებ ტკვენ მაინც გვისჰველოტ ფეხბურტსჰი
jeko
23:45 22-04-2013
0
ეგ არაბიდზე სუპტა მესის სტილია ცარმატებები ცმაო
jeko
23:46 22-04-2013
0

სიახლეები პოპულარული