საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრებმა ასტანაში "პრეზიდენტის თასზე" აზერბაიჯანთან წააგო

AutoSharing Option
9 მაისს ასტანაში დაიწყო ყაზახეთის "პრეზიდენტის თასის" გათამაშება 1997 წელს დაბადებულ ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის.

წელს საქართველოს ასაკობრივი ნაკრები ტურნირზე 1998 წელს დაბადებული ფეხბურთელებითაა წარმოდგენილი. გუნდის მთავარი მწვრთნელი კი გოჩა ტყებუჩავაა.

ტურნირი 9-13 მაისს გაიმართება და მისი მასპინძელი სტადიონი "ასტანა-არენაა", რომელიც 30 ათას მაყურებელს იტევს. ყაზახეთის "პრეზიდენტის თასი" 2008 წლიდან ტარდება და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები მასში 2011 წლიდან მონაწილეობენ.

9 მაისს საქართველოს ნაკრებმა ტურნირის პირველი შეხვედრა გამართა და სამწუხაროდ, 1:2 დამარცხდა აზერბაიჯანის გუნდთან.

პირველი ტაიმი საკმაოდ მძაფრ და უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა.
თუმცა ანგარიში ამ შეხვედრაში მეორე ტაიმში გაიხსნა და ეს საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა - გიორგი არაბიძემ გააკეთა.

სამწუხაროდ, ჩვენმა გუნდმა მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, კონცენტრაცია დაკარგა და აზერბაიჯანელებმა ჯერ ჯაბრაილოვის გოლით გაგვითანაბრეს, შემდეგ კი ჰუსეინოვის მიერ გატანილი ბურთით თამაშიც მოგვიგეს.

საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები კი მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, ირანის წინააღმდეგ გამართავს.

* * *
საქართველოს 15-წლამდელთა ნაკრები ყაზახეთში ასეთი შემადგენლობით იმყოფება:

მეკარეები: გიორგი ჩოჩიშვილი ("საბურთალო"), ლევან ისიანი ("დინამო", თბილისი), ერეკლე გულუაშვილი ("დილა", გორი)
მცველები: ნიკოლოზ ყურშავიშვილი, დავით კობაური, ლუკა ლოჩოშვილი (ყველა "დინამო", თბილისი), ომარ ბულუხაძე, რუსლან ბედიევი, გაგა კუხიანიძე (ყველა "საბურთალო"), გიორგი ბერძენაძე, ირაკლი ბუღაძე (ორივე "ტორპედო", ქუთაისი)
ნახევარმცველები: ნიკა ნინუა ("დინამო", თბილისი), ნიკა კვანტალიანი ("ბათუმი"), ლუკა ვარძელაშვილი, ვახტანგ ქაჯაია (ორივე "საბურთალო"), რატი არდაზიშვილი ("ლოკომოტივი", თბილისი), ვატო არველაძე, ლუკა ჯამარაული (ორივე 35-ე სკოლა), საბა აღდგომელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი)
თავდამსხმელები: ირაკლი ბუღრიძე, გიორგი არაბიძე ("ლოკომოტივი", თბილისი), ლაშა ლეჟავა (სკ "ავაზა"), გიორგი გოგილაშვილი ("დინამო", თბილისი), საბა აღდგომელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი)

* * *
წლევანდელ გათამაშებაში ტურნირის ორგანიზატორებმა მონაწილე გუნდები ასე დააჯგუფეს:
A ჯგუფი
საქართველო U15, ირანი, აზერბაიჯანი, "ბოტაფოგო" (ეს გუნდი დაკომპლექტებულია ახალგაზრდა ყაზახი ფეხბურთელებით, რომლებიც სპეციალური პროგრამის ფარგლებში სწავლობენ და ვარჯიშობენ ბრაზილიაში)

B ჯგუფი
ყაზახეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, ლიტვა

საქართველოს ნაკრების თამაშების კალენდარი ასეთია:
9 მაისი
საქართველო-აზერბაიჯანი 1:2

10 მაისი
საქართველო-ირანი

12 მაისი
ბოტაფოგო-საქართველო

13 მაისი
ფინალები და ტურნირის დახურვა

აქვე გეტყვით, რომ ტურნირს საკმაოდ კარგი საპრიზო ფონდი აქვს. ჩემპიონი გუნდი ორგანიზატორებისგან 10 ათას დოლარს მიიღებს, მეორეადგილოსანი - 6 ათასს, ხოლო მესამე ადგილზე გასულს კი 4 ათას დოლარს გადასცემენ.

ასევე, ტურნირის ბოლოს დაასახელებენ საუკეთესო მეკარეს, მცველს, ნახევარმცველს, თავდამსხმელს, ბომბარდირსა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეს.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 3 /
საბა აღდგომელაშვილი ისე მაგარია რო ორია? წარმატებები ბავშვებს და მეტი როტაცია. ვინც ჩაწყობით დააყენოს ნაკრები აი ამ ბავშვებმა მოუხნან ცოლშვილი!!!
მამბა
18:39 09-05-2013
0
ვაა გუჭირდებოდათ.
არაუშავს, სამაგიეროდქართველებს ფეხბურთი გენებში გვაქვს.
ramo
19:24 09-05-2013
0

სიახლეები პოპულარული