გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!

AutoSharing Option
ბელგიაში დაწყებულ ელიტრაუნდის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა შოტლანდია 3:1 დაამარცხა, ბელგიისა და ინგლისის დაპირისპირება კი საჩვენო ანგარიშით, 1:1 დასრულდა და "ჯვაროსნები" ჯგუფში პირველ ადგილზე დაწინაურდნენ.

მეორეზე ბურთების უკეთესი სხვაობით ბელგიაა, მესამეზე - ინგლისი, შოტლანდია კი - ბოლოზეა.

29 მაისს ცეცაძის გაწვრთნილები ბორნემში მასპინძელ ბელგიასთან ითამაშებენ, შოტლანდია კი ინგლისს დაუპირისპირდება. მოკლედ, ბოლო ტურის წინ საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლის ყველაზე რეალური შანსი გააჩნია.

მაგრამ გია ცეცაძის გაწვრთნილი საქართველო მაინც უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. ეს, უმთავრესად, შოტლანდიასთან შეხვედრის არბიტრის, ესპანელი კარლოს დე სეროს დამსახურებაა.
გარდა იმისა, რომ 54-ე წუთზე მოგონილი პენალტი დაგვინიშნა (რომელიც მეკარე გაბრიელ თებიძემ მოიგერია), ორი მოთამაშე, დავით მთივლიშვილი (43-ე წუთზე) და ბაჩო არაბული (58-ეზე) უმიზეზოდ გაგვიძევა და ისინი ბელგიასთან ბოლო შეხვედრას გამოტოვებენ, საქართველოს კი განაცხადში 18 მოთამაშიდან მხოლოდ 13 ეყოლება.

საქმე ისაა, რომ ესპანელმა მე-2 ყვითელი ბარათი უჩვენა ავთო ენდელაძეს, თემურ მარკოზაშვილსა და ნიკა კაჭარავას - ანუ მასპინძლებთან ხუთი წამყვანი ფეხბურთელი ვერ დაგვეხმარება.

შესაძლოა, ბევრმა თქვას, რომ ქართველები უდისციპლინოები ვართ და წინა შესარჩევებშიც ბევრი ჩვენიანი გაუგდიათ, მაგრამ საქმეში ჩახედულმა ხალხმა კარგად იცის, შესარჩევ ციკლებში შავფორმიანები როგორც მაიმუნობენ. როდესაც ინგლისი, შოტლანდია და ბელგია იბრძვიან, ეტყობა, საქართველო დაბალ ღობედ მიიჩნიეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნაკრების მთავარი მწვრთნელის, გია ცეცაძის მცირე კომენტარი უკვე შემოგთავაზეთ, ახლა კი ინტერვიუს სრულად გთავაზობთ.

- ბატონო გია, მშვენიერ გამარჯვებას გილოცავთ...
- დიდი მადლობა. ემოციებისა და ნერვიულობისგან დაცლილი ვარ. მოვიგეთ, მაგრამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას მივმართავ, რომ ესპანელი მსაჯის საქციელზე დაუყოვნებლივ რეაგირება მოახდინოს.

- ვიცით, რომ კარლოს დე სერომ ორი მოთამაშე გააძევა...
- მხოლოდ ეს არ არის ჩვენი პრეტენზიების საფუძველი. დღეს ამ მსაჯმა საქართველოს თავზე დააფურთხა და შეურაცხყოფა მიაყენა. დაგვჩაგრავდა, ჩვენს ბიჭებს რომ არ ევარგათ. მათ ყველაფერი გააკეთეს, ამ სამარცხვინო მსაჯს მიზნისთვის რომ არ მიეღწია.

- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ესპანელი მსაჯის საქციელზე რა რეაგირება უნდა მოახდინოს?
- შეაწუხონ უეფა და ესპანელი არბიტრი მკაცრად დასაჯონ, ჩვენი წითელი ბარათები კი გააუქმონ, რადგან მთივლიშვილიც და არაბულიც ტყუილად გაგვიგდეს.

მთივლიშვილს მოედნის ცენტრში აბსოლუტურად უმნიშვნელო დარღვევისთვის მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. მერე არაბულს ჩვენს საჯარიმოში ჯერ ხელით თამაში მოუგონა, გააყვითლა და პანალტი დაგვიდო. 4 წუთში ბაჩო შოტლანდიის საჯარიმოში უხეშად, აშკარად მოცელეს და ჩასტვინა.

გვეგონა, პენალტი იქით დანიშნა და გაგვიხარდა, მაგრამ მეორე ყვითელი ამოუღო და გააძევა, სიმულაცია იყოო!

ასეთი არაფერი მინახავს! ამას გარდა, ყვითელი კიდევ სამი მოთამაშეს უჩვენა და ბელგიასთან მატჩს ისინიც გამოტოვებენ.

ნახეთ მატჩის ჩანაწერი და მიხვდებით, ასეთი საშინელი მსაჯობა წარმოუდგენელია. არ ვაჭარბებ - მსგავსი რამ საქართველოში რომ გაეკეთებინათ, მსაჯს მოკლავდნენ.

- ესპანელს რა მიზანი უნდა ჰქონოდა?
- წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ისე ჩანდა, თითქოს ჩვენი საკვანძო მოთამაშეების გაყვითლება და დაძირვა სურდა. მე მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ და ბელგიაში ჩასვლა, კარგ სასტუმროში ცხოვრება და კვება არ გვაკმაყოფილებს.

პირადად მე მსურს, გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გავიყვანო, სამეულში მოვხვდეთ და ქართველობა გავახაროთ! სწორედ ესაა ჩემი მიზანი და არა ევროპაში გუნდთან ერთად უთავმოყვარეოდ მოგზაურობა.

ბიჭებს ამის პოტენციალი გააჩნიათ, მაგრამ ესპანელმა გადაგვიწყვიტა, რომ არასაფეხბურთო ქვეყანა ვართ და განზე უნდა, გაგვწიოს.

ასეთ უსამართლობასთან შეგუებას არ ვაპირებთ, უეფამ კი წითელი და ყვითელი ბარათები უნდა გაგვიუქმოს!

- ბელგიაში ჩვენი ფედერაციის წარმომადგენლები არ იმყოფებიან?
- რევაზ არველაძე აპირებს ჩამოსვლას და იმედია, მომხდარზე თავის სიტყვას უეფაც იტყვის. თუ არადა, მაინც ვერ მოვისვენებ, ბიძინა ივანიშვილს შევხვდები და მსაჯს სტრასბურის სასამართლომდე მივყვები, ამ უნამუსობას კი არ შევარჩენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
19-წლამდელები: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეს!
გია ცეცაძე: დღეს საქართველოს თავზე დააფურთხეს!
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 8 /
პირველ რიგში ვუთანაგრძნობ მწვრთნელს.

მეორე მხრივ - არჩერთ ნორმალურ ქვეYანაში მას მწვრთნელად არ დატოვებდნენ. რა უნდა თქვას და რა არა არ იცის. მესმის რომ ბევრ ქართველმა ჩემი სიტYვები ვერ გაიგოს სწორად - მაგრამ რასაც მწვრთნელი ამბობს (უფრო სწორად როგორ ამბობს) მართალის რომ იYოს - მისი ოპონენტი სწორად ვერ მიიგებს. ფედერაციან ეტყობა ჯერ მწვრთნელები უნდა აღზარდოს და მერე მწვრთნელს მოთხოვოს ახალგაზრდა ფეხბურთლელების აღზრდა.
0
ბიჭებო,თქვენ იცით, ეხლა უნდა ვაჩვენოთ უეფას ვინცა ვართ ქართველები და არავისზე ნაკლებად არ შგვიძლი ფეხბურთის თამაში.
გფარავდეთ უფალი და სულ გამარჯვებით გევლოთ. მთელი საქართველო თქვენთანაა!!!
gizog
12:38 29-05-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული