19-წლამდელები: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე უნდა გავიდეს!

AutoSharing Option
26 მაისს, ელიტრაუნდის მატჩში შოტლანდიისა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის, მთავარი მსაჯის მოქმედებებმა ბევრი კითხვა დაბადა. ესპანელმა არბიტრმა ლამის სათადარიგოთა სკამის გარეშე დატოვა საქართველოს ნაკრები.

ჩვენმა გუნდმა, რომელმაც მატჩი 9 კაცით ჩაამთავრა, შოტლანდიის ნაკრებთან ანგარიშით 3:1 გაიმარჯვა.

თამაშის შემდეგ კომენტარები გააკეთეს ქართველმა ფეხბურთელებმა, რომლებიც კვლავ დიდი შემართებით არიან განწყობილნი და გულშემატკივარს თავდადებულ ბრძოლას ჰპირდებიან.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ნიკა კაჭარავა:
"ძალიან რთული მატჩი იყო... მით უმეტეს, მეორე ტაიმში მოედანზე 9 ფეხბურთელი დავრჩით, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლეთ, ღმერთმაც გადმოგვხედა და ყველაფერი კარგად დამთავრდა.

ბელგიის წინააღმდეგ სათამაშოდაც იმედიანად გავალთ".

ავთო ენდელაძე:
"გულშემატკივრები ძალიან დაგვეხმარნენ. როცა ტრიბუნებიდან მხარდაჭერას გრძნობ, ძალები გემატება. ფსიქოლოგიურად ძალიან გაგვამხნევეს. ეს კი ძალიან გვჭირდებოდა, რადგან მოედანზე ნაკლებნი ვიყავით".

ბუდუ ზივზივაძე:
"ჩვენ, ვინც 29 მაისს მოედანზე გავალთ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ და მიზანს მივაღწიოთ. ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრები უნდა გავიდეს!"

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები გადამწყვეტ მატჩს 29 მაისს ითამაშებს ბელგიის წინააღმდეგ. მოგების შემთხვევაში კი გია ცეცაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს. თუმცა, შესაძლებელია, ევროპაზე მოსახვედრად ფრეც გვეყოს.

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

გია ცეცაძე: დღეს საქართველოს თავზე დააფურთხეს!
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული