თემურ ქეცბაია 19-წლამდელთა ნაკრებზე: ამ ბიჭებს უნდა მივხედოთ [VIDEO]

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების წარმატებას დუბლინიდან გამოეხმაურა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი - თემურ ქეცბაია, რომელიც ირლანდიის დედაქალაქში 29 მაისს, საღამოს, ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად ჩავიდა.

თემურ ქეცბაია:
"უპირველესად, მინდა ეროვნული ნაკრების სახელით, 19-წლამდელთა ნაკრებს, მის მწვრთნელებს ეს დიდი გამარჯვება მივულოცო.

ისეთი ჯგუფიდან გასვლა, სადაც ბიჭები მოხვდნენ, არც ისე იოლი იყო. ყველა ძალიან გახარებული ვართ და დარწმუნებული ვარ, მთელი ქვეყანა ამაყობს. ესაა ქართული ფეხბურთის მომავალი და ამ ბიჭებს უნდა მივხედოთ, უნდა მივცეთ ჩემპიონატში თამაშის საშუალება, რომ გაიზარდონ და კარგ კლუბებში მოხვდნენ.

ბოლო წლებში
ელიტრაუნდებში სტაბილურად ვთამაშობთ და უკვე ორი წელია, ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ვხვდებით.

ყველას კარგად გვახსოვს შარშანდელი 17-წლამდელების წარმატებები. ეს ყველაფერი ფეხბურთის ფედერაციის დიდი დამსახურებაა, რომ ასაკობრივ ნაკრებებს ყველანაირ პირობა
ს უქმნიან, ხელს უწყობენ და ლოგიკურად, შედეგიც მოვიდა.

მარტო ის, რომ 17 და 19-წლამდელებთან
გვქონდეს შედეგები, საკმარისი არაა. ამ ბიჭებს სულ ყურადღება უნდათ, სათამაშო პრაქტიკა, კლუბებში გამოცდილების მიღება...

მე ვფიქრობ, ქართულმა კლუბებმა უნდა მისცენ ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებს საშუალება, რომ უმაღლეს ლიგაში ითამაშონ. ეს ყველასათვის მომგებიანი იქნება - უპირველესად, თვითონ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც თავიანთ შანსს ელოდებიან, კლუბებისთვის, ნაკრებებისთვის და საერთოდ, ქართული ფეხბურთისთვის.

კიდევ ერთხელ ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ევროპის ჩემპიონატზე".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

სფფ-ის პრესსამსახური

ასევე იხილეთ:

U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]
აქტუალური თემა: თემურ ქეცბაიას იდეა - ვიფიქროთ მომავალზე!
თემურ ქეცბაია: მთავარი ქართული ფეხბურთის ინტერესია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვეთანხმები ბატონ თემურს, ამ ახალგაზრდებს მომავალი უნდა ქონდეთ საქართველოში. ამისთვის კი როგორც ადრე გააჟღერა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა საჭიროა წესის შემოღება რომ საქჩემპიონატის ყველა გუნდში ორი 21 წლამდელი დასაქმდეს. ფიფია კი წინააღმდეგია მაგრამ სფფ-მ უნდა შემოიღოს ეს წესი და მერე ყველა კლუბი დაემორჩილება. ასევე პირველი და მეორე ლიგებიც უნდა გახდეს ამ ფეხბურთელებისთვის დასაქმების ადგილი, უმაღლესი ლიგა ვერ აითვისებს ყველა ახალგაზრდას.
უძლევი
18:12 30-05-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული