ცნობილი იყო ფინალის მხოლოდ სამი მონაწილე - ჩვენ, მასპინძელი ლიტვა და თურქეთი.
გია ცეცაძე და მისი გუნდი მოუთმენლად ელოდნენ მომავალი მეტოქეების ვინაობას. ბოლო ორი დღის განმავლობაში რამდენიმე ფინალისტი კიდევ გაირკვა.
მე-3 ჯგუფის მატჩებს პორტუგალიამ უმასპინძლა. მასპინძლებთან გადამწყვეტ შეხვედრაში დანიას ორი მოთამაშე გაუძევეს: მე-6 წუთზე მეკარე, 93-ე წუთზე კი ნახევარმცველი. პორტუგალიამ ევროფინალის საგზური "სპორტინგის" თავდამსხმელის, ბრუმას გოლით (1:0) მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ბრუმამ 6 მატჩში 7 გოლი გაიტანა!
პირველი
მე-4 ჯგუფს პოლონეთმა უმასპინძლა. ფავორიტების - ესპანეთისა (6 ქულა) და ხორვატიის (4 ქულა) მატჩი 1:1 დასრულდა და სასურველ მიზანს ესპანეთმა მიაღწია.
ყველაზე ჩახლართული ვითარება მე-5 ჯგუფში იყო: ბოლო ტურამდე გერმანიას, ჰოლანდიას, მასპინძელ ნორვეგიასა და კვიპროსს 3-3 ქულა ჰქონდათ. ჰოლანდიამ 92-ე წუთზე გატანილი ბურთით გერმანიას 1:0 სძლია, ნორვეგიამ კი კვიპროსს 3:0 მოუგო. ლიტვაში "ნარინჯისფერები" ითამაშებენ, რადგან უშუალო შეხვედრაში ნორვეგია 2:1 დაამარცხეს.
ამგვარად, ცნობილი გახდა ევროფინალის შვიდი მონაწილე: ლიტვა, თურქეთი, საქართველო, პორტუგალია, საფრანგეთი, ესპანეთი და ჰოლანდია. მერვე ფინალისტი 11 ივნისს სერბეთში გაირკვევა. ბოლო ტურამდე შანსებს მინი-ტურნირის ოთხივე მონაწილე ინარჩუნებს: შვეიცარია (4 ქულა), სერბეთი (3 ქულა), ირლანდია (2 ქულა) და სლოვაკეთი (1 ქულა).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი