გია ცეცაძე: ჩვენი თამაშის ხარისხმა არ დამაკმაყოფილა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ საფრანგეთის ნაკრებთან (0:0) ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"კარგი თამაში გამოვიდა და შეიძლებოდა, საჩვენოდაც დამთავრებულიყო და ფრანგებსაც მოეგოთ.

პირველ ტაიმში ჩემი გუნდის თამაშით ძალიან უკმაყოფილო ვარ; განსაკუთრებით, წინა ხაზით.

რაღაც კონცენტრაცია დაგვაკლდა, ნაკლებად მოძრაობდნენ და ზუსტად ამით ვარ უკმაყოფილო.

ვეცდებით, რომ სერბეთთან მატჩამდე უფრო მეტი ვიმუშაოთ, მსგავსი შეცდომები გამოვასწოროთ და ის შეხვედრა გამარჯვებით დავასრულოთ.

მეორე ტაიმს არაუშავდა. თუმცა, რომ ვთქვა, რომ 100 პროცენტით კმაყოფილი ვარ, თავს მოვიტყუებ და არც
მივცემ ჩემს თავს მაგის თქმის უფლებას. უფრო მეტი მინდოდა და მეტს ველოდი... მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, ერთი თამაშით არ განისაზღვრება ყველაფერი და ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ შემდეგ და შემდეგ ეტაპებზე გავიდეთ.

ტურნირი გრძელდება და ვეცდებით, ჯგუფური ეტაპის დარჩენილი მატჩებიდან ქულათა მაქსიმუმი გამოვწუროთ. მდგომარეობა ცოტა გავირთულეთ, რადგან 3 ქულის აღების შემთხვევაში, საქმე უფრო იოლად იქნებოდა.

ამ შედეგით, მე თავს მოგებულად არ ვთვლი და ფრანგების არ ვიცი... ამპარტავნობაში არავინ ჩამომართვას, საფრანგეთის ნაკრებთან ფრე ითამაშა და უკმაყოფილოაო, მაგრამ მართლა ასე ვარ...
თამაშის ხარისხმა არ დამაკმაყოფილა.

ეს მთელი პროცესია - ბიჭები პირველად თამაშობენ ევროპის ჩემპიონატზე. შესარჩევი სხვაა, ელიტრაუნდიც... ეს კი, ევროპის ჩემპიონატია.

სხვა ქვეყნებივით ხუთჯერ და ექვსჯერ რომ მოვხვდებით ფინალურ ეტაპზე, მაშინ სხვა სიტუაცია იქნება. მოკლედ, ჩვენ ამ შედეგით არ მოგვიგია და არც წაგვიგია - ქულა ავიღეთ.

ძალიან გვაკლდნენ დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები. სამუშია ნაკრებისთვის დიდი ძალაა და უბილავაც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელია. თუმცა, თანამედროვე ფეხბურთის ტენდენციებიდან გამომდინარე, ჩვენთან ყველა ფეხბურთელი ძირითადია. ამის ნათელი მაგალითი ელიტრაუნდი იყო.

სერბეთთან ძალიან პრინციპული მატჩი გველოდება. მათ თურქები დაამარცხეს. რა თქმა უნდა, შევუტევთ და მათ დამარცხებას ვეცდებით.

ფრეზე თამაში საქართველოს ნაკრებისთვის დამღუპველი იქნება - მე ასე მგონია. გამოვალთ და ჩვენს თამაშს ვითამაშებთ. ამაზე მეტს ვერაფერს გეტყვით - 23-ში თავად ნახავთ.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ჩემი გუნდის კარგ ფიზიკურ კონდიციებში. როცა გუნდში თემურ ლორთქიფანიძე გყავს, სხვანაირად არც შეიძლება იყოს. თან, მატჩებს შორის დასვენება 2 დღეა და ბიჭები აღდგენას და დასვენებას კარგად მოასწრებენ",
- თქვა ცეცაძემ.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
ქართველი 19-წლამდელები ფრანგებს უგოლოდ დაშორდნენ
მკითხველის კომენტარები / 13 /
სამწუხაროდ ვერ ვუყურე ამ თამაშს,რადგან მე9 არხი გაითიშა დიდი ხნის წინ.დღეს გავიგე ახალი პარამეტრები,თუ ვინმეს გინდათ ეს არის:11473///23450,პოლარიზაცია H.ამ სიხშირეზეა ყველა ქართული არხი.გამარჯვებას ვუსურვებ საქართველოს ნაკრებს სერბეთის ნაკრებთან.
valeri
01:03 23-07-2013
0
"ფეხბურთი – ეს არის სამი რამ: დრო, სივრცე და ტყუილი."

- სეზარ ლუის მენოტი
giorgi2
22:21 22-07-2013
0

სიახლეები პოპულარული