ფრანგების მწვრთნელი: საქართველოსთან ეს შედეგი შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს

AutoSharing Option
საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფრანსის სმერეცკმა საქართველოს ნაკრებთან (0:0) ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ფიზიკური დატვირთვების მხრივ, ძალიან მძიმე მატჩი იყო და ამ თვალსაზრისით, ჩემი ფეხბურთელებით უკმაყოფილო ვარ. როცა შანსი გვქონდა, ვერ გამოვიყენეთ. ასე რომ, ფრე სამართლიან შედეგად მიმაჩნია.

საქართველოს ძალიან სიმპათიური და კარგად ორგანიზებული გუნდი ჰყავს. შეტევის ხაზში კი, რამდენიმე ინდივიდუალისტი აშკარად გამოსარჩევია.

მე სხვა ფეხბურთელებიც მომეწონა. ისე, დღევანდელი მატჩის შედეგი, ჩვენ შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს"
- განაცხადა სმერეკმა.

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით

ასევე იხილეთ:
გია ცეცაძე: ჩვენი თამაშის ხარისხმა არ დამაკმაყოფილა
ქართველი 19-წლამდელები ფრანგებს უგოლოდ დაშორდნენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული