მატჩის წინა დღეს გუნდების მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს მომავალ შეხვედრაზე, აღნიშნეს საკუთარი გუნდების კარგი სტარტი, შეაქეს ერთმანეთი და გამარჯვება დაგეგმეს...
ლიუბინკო დრულოვიჩი (სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"ჩვენს გუნდს აქვს პრობლემები, ბევრი ფეხბურთელი ჯერ არ გასულა ფორმის პიკზე.
საქმე ისაა, რომ სერბეთში ახლა წინასასეზონო მზადება მიმდინარეობს. ასე რომ, უახლოეს დღეებში ვარჯიშებზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს.
საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგად ვიცნობთ, რადგან
მეტოქეს ძალიან ოსტატური გუნდი ჰყავს, რომელსაც შეუძლია, ტურნირის აღმოჩენა გახდეს.
და მაინც, თუ ჩემი შეგირდები ისევე ითამაშებენ, როგორც თურქების წინააღმდეგ, ჩვენ შევძლებთ მოგებას".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გია ცეცაძე: ბოლომდე მჯერა ჩემი ფეხბურთელების
U19. სერბეთი VS საქართველო - ჩვენ კი ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ!