ლიუბინკო დრულოვიჩი: საფრანგეთთან აუცილებლად სათადარიგოებს ვათამაშებ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე, პრინციპულ მატჩში გამარჯვება ვერ შეძლო და ჯგუფიდან გასასვლელად მცირე შანსიღა დარჩა. სერბეთის ნაკრებმა კი პირველ ტურში დაწყებული საქმე წარმატებით გააგრძელა და 6 ქულით უკვე ნახევარფინალისტია.

პარალელურ შეხვედრაში, საფრანგეთმა 2:1 დაამარცხა თურქეთი და ჩვენთან ნათამაშები უგოლო ფრის შემდეგ სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გაიუმჯობესა.

ამას ისიც ემატება, რომ ბოლო ტურში ფრანგები უკვე ნახევარფინალზე მოფიქრალ სერბებს შეხვდებიან და სავარაუდოდ, დადებით შედეგსაც მიაღწევენ. მით უმეტეს, სერბთა თავკაცი წამყვანი მოთამაშეების დასვენებას აპირებს. ამის შესახებ ლიუბინკო დრულოვიჩმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე
ღიად განაცხადა:

"ჩემმა გუნდმა ორი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და შედეგად, უკვე ნახევარფინალში ვართ. ყველაფერი ძალიან კარგად მიდის...

საქართველოს ნაკრებს და მის მწვრთნელს ძალიან კარგად ვიცნობთ - მოედანზეც და პირადადაც. ეს მართლაც გამორჩეული და სიმპათიური გუნდია, თუმცა დღეს ჩვენ აღმოვჩნდით ძლიერები.

ბოლო მატჩში, საფრანგეთის ნაკრებთან შანსს აუცილებლად მივცემ სათადარიგო მოთამაშეებს, რადგან ისინიც ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და ამას იმსახურებენ".


gff.ge

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული