ლიუბინკო დრულოვიჩი: საქართველოს შეუძლია, ტურნირის აღმოჩენა გახდეს

AutoSharing Option
23 ივლისს სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19-წლამ­დელ­თა ნაკ­რებს თით­ქ­მის გა­დამ­წყ­ვე­ტი მატ­ჩი აქვს. 19 სა­ათ­სა და 30 წუთ­ზე სერ­ბეთს ვე­თა­მა­შე­ბით, რო­მე­ლიც სა­მი ქუ­ლით ჯგუ­ფის ლი­დე­რია.

მატ­ჩის წი­ნა დღეს გუნ­დე­ბის მწვრთნე­ლებ­მა კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თეს მო­მა­ვალ შეხ­ვედ­რა­ზე, აღ­ნიშ­ნეს სა­კუ­თა­რი გუნ­დე­ბის კარ­გი სტარ­ტი, შე­ა­ქეს ერ­თ­მა­ნე­თი და გა­მარ­ჯ­ვე­ბა და­გეგ­მეს...

ლიუბინკო დრულოვიჩი (სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
"ჩვენს გუნდს აქვს პრობლემები, ბევრი ფეხბურთელი ჯერ არ გასულა ფორმის პიკზე.

საქმე ისაა, რომ სერბეთში ახლა წინასასეზონო მზადება მიმდინარეობს. ასე რომ, უახლოეს დღეებში ვარჯიშებზე ბევრი მუშაობა მოგვიწევს.

საქართველოს ნაკრებს ძალიან კარგად ვიცნობთ, რადგან
ორჯერ ვითამაშეთ მათ წინააღმდეგ. ერთხელ ჩვენ გავიმარჯვეთ, მეორე მატჩში კი მათ მოგვიგეს.

მეტოქეს ძალიან ოსტატური გუნდი ჰყავს, რომელსაც შეუძლია, ტურნირის აღმოჩენა გახდეს.

და მაინც, თუ ჩემი შეგირდები ისევე ითამაშებენ, როგორც თურქების წინააღმდეგ, ჩვენ შევძლებთ მოგებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გია ცეცაძე: ბოლომდე მჯერა ჩემი ფეხბურთელების
U19. სერბეთი VS საქართველო - ჩვენ კი ვიცით, რომ უნდა მოვიგოთ!
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული