საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები სერბ თანატოლებთან დამარცხდა

AutoSharing Option
23 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მეორე შეხვედრა გამართა.

გია ცეცაძის შეგირდები სერბ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.

სერბმა 19-წლამდელებმა გატანა მატჩის 74-ე წუთზე შეძლეს. ქართველთა კარის დარაჯმა გაბრიელ თებიძემ პირისპირ გასული მელეგის დარტყმულს ხელი კი შეაგება, მაგრამ ბურთი კარში მაინც აღმოჩნდა.

მატჩის ბოლო წუთები ქართველი 19-წლამდელების იერიშებში წარიმართა. ერთ ეპიზოდში ბაჩანა არაბულის დარტყმამ სერბთა კარის ხარიხაც შეაზანზარა, თუმცა გია ცეცაძის შეგირდებს ამ შეხვედრაში გატანა, როგორც ჩანს, არ ეწერათ.

სერბებმა ამ გამარჯვებით 6 ქულას მოუყარეს თავი
და ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში თამაში გაინაღდეს.

რაც შეეხება ქართველ 19-წლამდელებს, მათ ჯგუფის მესამე შეხვედრაში, რომელსაც თურქებთან 26 ივლისს გამართავენ, აუცილებლად გამარჯვება სჭირდებათ. თან ისე, რომ სხვა შეხვედრებში მათთვის სასურველი შედეგები უნდა დაფიქსირდეს.

23 ივლისს B ჯგუფის მეორე შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს ფრანგი და თურქი 19-წლამდელები დაუპირისპირდებიან, მოგვიანებით გაიმართება. ამ მატჩში ჩვენთვის მისაღები თურქთა გამარჯვება ან ფრე იქნება, ბოლო ტურში კი - სერბთა მოგება ფრანგებთან.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ბასა, ერთი გვითხარი რა პირობებია ამისთანა აუტანელი? მთელი ფედერაცია და გულშემატკივარი გადამკვდარია მაგათზე. საქართველოში ახალგაზრდულ ნაკრებებს ყურადღებას რომ აქცევენ, ეგრე დასავლეთ ევროპაშიც არაა. ეს ჩვენ ვართ გაგიჟებულები, რომ ამ ასაკში მაინც ვაჩვენოთ შედეგი, თორემ სხვა ქვეყნებში ეს ჩვეულებრივი ფეხბურთელის განვითარების ფაზად განიხილავენ. ნამდვილად დიდი მიღწევაა ევროპის საუკეთესო 8 გუნდში გასვლა და არ უნდა ახლა ფინალურ ეტაპზე წარუმატებლობის გადაბრალება პირობებზე და რაღაცეებზე ("დეშოვი" თემაა). ბასასგან განსხვავებით გაიოზის და ნიკას პოსტებში აშკარად არის რაციონალური მარცვალი და მათი კრიტიკა სფფმ ალბატ უნდა გაითვალისწინოს.
basas
24 ივლისი 2013 10:40
0
Yოჩაღ ბიჭებს, მაინც გაბიხარეთ ,იმედი გაჩნდა
kaxeli
24 ივლისი 2013 10:25
0
ერთი თამაში წავაგეთ და წავიდა ეგრევე ლანძღვა, ამ ნაკრებმა რასაც მიაღწია იმ პირობებში, რა პირობებშიც მათ უხდებათ არსებობა, გმირობის ტოლფასია, მოხვდნენ ევროპის საუკეთესო 8 გუნდის სიაში, ესეც დიდი წარმატებაა...
basa
24 ივლისი 2013 09:48
0
აზროვნების პრობლემა აქვთ ახალგაზრდებს. დავიტანჯე ყურებისას ისე მეცოდებოდნენ. აზროვნება უჭირთ და აქ ერთი გამოსავალია : განათლება!!! სხვა საუბარი უაზრობაა. ფეხბურთს როგორც ფინტს და სირბილის უნარს, ისე უყურებს ყველა. არადა ეს უკვე ყველას შეუძლია. ჭკუაა საჭირო, საფეხბურთო ჭკუა რაც გაუნათლებელ ადამიანს ვერ ექნება. 100% დარწმუნებული ვარ რომ ეს ბავშვები იმ სკოლებშიც წიგნს არ შლიდნენ რაც გვქონდა და გამიარეს. გონებრივი შესაძლებლობები აქვთ უკიდურესად დაბალი. ასე ფეხბურთს როგორ ითამაშებ. გული მიკვდება მაგრამ ასეა.
nika
24 ივლისი 2013 03:04
0
ვფიქრობ 17, 18 ,19, და 21 წლამდე ნაკრები უნდა ემსახურებოდეს ერთ დიდ საქმეს. ვთქვათ გავხდით ევროპის ჩემპიონი 19 წლამდელებში და ვერ გაზარდეთ ერთი ფეხბურტელიც კი ეროვნულისთვი, ეს ჯობია თუ ბიჭებმა ითამაშონ და დაოსტატდნენ იქ სადაც მათ მეტი შესაძლებლობა აქვთ, გახდებიან მათი უმრავლესობა მთავარი ნაკრების პოტეციური კანდიდატები?. მაინც მგონია ამ ბოლო იდეას უნდა ემსახურებოდეს ახალგაზრდული ნაკრებები და არა კონკრეტული ჩემპიონატის კონკრეტული მატჩის მოგებას. უკაცრავად ჩემი აზრის ფართოდ გამოთქმისთვის.
gizog
23 ივლისი 2013 22:13
0
ერთი რამ გაუგებარია, გამოჩნდება ფეხბურთელი რომელიც კარზეა დაგეშილი და ბურთები გააქვს, მაშინვე უკან დავწევთ და ვაძლევთ სხვა დავალებას, თითქოს გვეშინია თავდასხმა არ გაგვიძლიერდეს, ამ თამაშებს ესწრება ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, გასაგებია თამაშის წინ გუნდის დაყენებაში არ უნდა ჩაერიოს, მაგრამ საქართველოს თავდამსხმელები არ გვყავ, როგორც არ უნდა გასაკვირი იყოს ასეა, ხომ უნდა ისინიც კი გამოვცადოთ წინ ვინც უკანახაზის მოთამაშეებია, არა თუ ....
კუთხურები და ჯარიმები ტანმაღალსა და გოლზე დაგეშილ არაბულს, რომ არ ეწოდებინა, ნუთუ სხვა არგვყავს არივინ ვინც სტადარტულ შეასრულებს და ბაჩანა კი კარს შეუტევს? რაც სხვა თამასებში გვაჩვენა რომ კარგად შეუძლია.
gizog
23 ივლისი 2013 22:05
0
ერთი თამაშის ფეხბურთი გვაქვს სულ ეგ არის.
gizog
23 ივლისი 2013 21:55
0

სიახლეები პოპულარული