U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი [VIDEO]

AutoSharing Option
ამ შეხ­ვედ­რას სა­ტურ­ნი­რო ცხრი­ლის­თ­ვის უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ჰქ­ონ­და. პირ­ველ ტურ­ში ფრედ დას­რუ­ლე­ბუ­ლი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ნაკ­რებს გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბო­და.

სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ­მა გუნ­დ­მა სა­კუ­თა­რი ფეხ­ბურ­თი ვერ აჩ­ვე­ნა და უნ­და ვა­ღი­ა­როთ, რომ მე­ტო­ქემ გა­მარ­ჯ­ვე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა.

გია ცე­ცა­ძის გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლებ­მა შეხ­ვედ­რა თა­მა­მად და­იწყეს: უკ­ვე მე-3 წუთ­ზე მარ­ცხე­ნა ფლან­გი­დან ავ­თო ენ­დე­ლა­ძემ და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ჯა­რი­მით ბურ­თი სა­ჯარი­მო­ში ბა­ჩა­ნა არა­ბულს და­უ­გო­რა, მაგ­რამ ჩვენ­მა კა­პი­ტან­მა კარს დი­დი მან­ძი­ლით ააცი­ლა.

მა­ლე აშ­კა­რა გახ­და, რომ ჩვე­ნი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი ღე­ლავ­დ­ნენ და ბურთს ხში­რად კარ­გავ­დ­ნენ. სერ­ბებ­მა კი მცი­რე სა­თა­მა­შო უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვეს და შეგ­ვი­ტი­ეს.

კუთხუ­რის გა­თა­მა­შე­ბის
შემ­დეგ მცველ­თა და მე­კა­რის შე­უ­თან­ხ­მებ­ლო­ბით ვერ ისარ­გებ­ლა ან­დ­რია ლუ­კო­ვიჩ­მა.

Sportall.Geმე-12 წუთ­ზე შე­ტე­ვის დაგ­ვირ­გ­ვი­ნე­ბას უროშ ჯურ­ჯე­ვი­ჩი ცდი­ლობ­და - გაბ­რი­ელ თე­ბი­ძემ ბურ­თი კუთხურ­ზე მო­ი­გე­რია. 10 წუთ­ში კი მე­კა­რეს­თან პი­რის­პირ ჯურ­ჯე­ვი­ჩი გა­დი­ო­და და ვი­თა­რე­ბის გან­სა­მუხ­ტად, გა­ბი­ძეს კა­რი­დან გა­მოს­ვ­ლა მო­უხ­და.

ქარ­თ­ვე­ლებს დაბ­ნე­უ­ლო­ბა ამ დრო­ის­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით და­ეტყოთ, გა­და­ცე­მე­ბის სი­ზუს­ტე­შიც ძა­ლი­ან მო­ი­კოჭ­ლებ­დ­ნენ. თუმ­ცა ტა­ი­მის შუ­ა­გულ­ში მდგო­მა­რე­ო­ბა ოდ­ნავ გა­მო­ას­წო­რეს და შე­ტე­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას შე­ე­ცად­ნენ.

პირ­ველ ტა­იმ­ში ყვე­ლა­ზე სა­ხი­ფა­თო მო­მენ­ტი 37-ე წუთ­ზე შევ­ქ­მე­ნით: გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ას შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ჯა­რი­მის შემ­დეგ მე­კა­რე პრედ­რაგ რა­ი­კო­ვიჩ­მა ბურ­თი მო­ი­გე­რია.

42-ე წუთ­ზე კუ­რი­ო­ზულ გოლს გა­და­ვურ­ჩით: ნი­კა სან­დო­ხა­ძის დაბ­რუ­ნე­ბულ ბურ­თ­ზე თე­ბი­ძეს ფე­ხი აუც­და და კი­დევ კარ­გი, კუთხურ­ზე გა­და­ვი­და.

სერ­ბებ­მა მე­ო­რე ტა­ი­მიც შე­და­რე­ბით თა­მა­მად და­იწყეს და უპი­რა­ტე­სო­ბა მო­ი­პო­ვეს, მაგ­რამ სა­ხე­ი­რო ვე­რა­ფე­რი შექ­მ­ნეს. კა­რის­კენ პირ­ვე­ლად კი 57-ე წუთ­ზე სერ­ბ­მა ნი­კო­ლა ან­ტიჩ­მა და­არ­ტყა და მი­ზანს გვა­რი­ა­ნად ააცი­ლა.

65-ე წუთ­ზე გა­დავ­რ­ჩით: მცვე­ლის შეც­დო­მის შემ­დეგ ბურ­თი ჯურ­ჯე­ვიჩს მი­უ­ვი­და, რო­მელ­მაც სა­ჯა­რი­მო­ში ალექ­სანდრ მიტ­რო­ვი­ჩი მო­ძებ­ნა - შვი­დი­ო­დე მეტ­რი­დან სერ­ბმა თავ­დამ­ს­ხ­მელ­მა თე­ბი­ძეს ვერ აჯო­ბა.

მა­ლე და­ვით მთივ­ლიშ­ვილ­მა გა­დაგ­ვარ­ჩი­ნა, რო­დე­საც ფლან­გი­დან ასე­ვე მიტ­რო­ვი­ჩის სა­ჯა­რი­მო­ში შე­იჭ­რა და ბო­ლო მო­მენ­ტ­ში ბურ­თის მო­გე­რი­ე­ბით უმ­წ­ვა­ვე­სი მო­მენ­ტი აღ­კ­ვე­თა.

მე­რე ჯურ­ჯე­ვიჩ­მა მარ­ჯ­ვე­ნა ფლან­გი­დან და­იწყო შე­ტე­ვა და კი­დევ კარ­გი, სა­ჯა­რი­მო­ში არა­ვინ გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

74-ე წუთ­ზე კი უმ­ძი­მე­სი მო­მენ­ტი დად­გა: მცვე­ლის შეც­დო­მის შე­დე­გად და­კარ­გუ­ლი ბურ­თი სერ­ბებ­მა მო­ი­პო­ვეს, მიტ­რო­ვიჩ­მა და­სარ­ტყ­მელ პო­ზი­ცი­ა­ზე დე­ი­ან მე­ლე­გი შე­იყ­ვა­ნა და ჩვე­ნი კა­რის ბა­დე შე­ირ­ხა - 0:1.

გია ცე­ცა­ძის გაწ­ვ­რ­თ­ნი­ლებ­მა ბო­ლო ძა­ლე­ბით შე­უ­ტი­ეს და 88-ე წუთ­ზე არა­ბულ­მა სა­ჯა­რი­მო­დან ძელს მო­არ­ტყა!

90-ე წუთ­ზე ნი­კა კა­ჭა­რა­ვამ მშვე­ნივ­რად ითა­მა­შა, ორ მცველს ფინ­ტით გასც­და და მე­კა­რეს­თან პი­რის­პირ არა­ბულს ტო­ვებ­და, მაგ­რამ მე­კა­რე რა­ი­კო­ვი­ჩი დრო­უ­ლად გა­მო­ვი­და და ვი­თა­რე­ბა გან­მუხ­ტა.

დი­დი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ახალ­გაზ­რ­და ჯვა­როს­ნებ­მა მო­მენ­ტე­ბის შექ­მ­ნა და ან­გა­რი­შის გა­თა­ნაბ­რე­ბა ვერ მო­ა­ხერ­ხეს და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გას­ვ­ლის შან­სე­ბი საგ­რ­ძ­ნობ­ლად შე­იმ­ცი­რეს.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

არ მო­ი­ძებ­ნა ლი­დე­რი, არც ბურ­თის დამ­ჭე­რი, აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ პლე­ი­მე­ი­კერ­ზე. თა­მა­ში მოკ­ლედ რომ შე­ვა­ფა­სოთ, ჩვენ­მა გუნ­დ­მა შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი აშ­კა­რად ვერ გა­მო­ავ­ლი­ნა.

კი­დევ ერ­თი სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი ის გახ­და, რომ არა­ბულ­მა უკ­ვე მე­ო­რე ყვი­თე­ლი ბა­რა­თი მი­ი­ღო და თურ­ქეთ­თან გა­დამ­წყ­ვეტ მატჩს გა­მო­ტო­ვებს.

მატჩისშემდგომი კომენტარები:
გია ცეცაძე: რომ გენახათ ბიჭები გასახდელში, ცრემლები თქვენც წამოგივიდოდათ
ლიუბინკო დრულოვიჩი: საფრანგეთთან აუცილებლად სათადარიგოებს ვათამაშებ

19-წლამდელთა ევროპის 2013 წლის ჩემპიონატი. B ჯგუფი. II ტური
საფ­რან­გე­თი - თურ­ქე­თი 2:1
1:0 იუნუ (6), 2:0 ბენ­ზია (64), 2:1 ილ­მა­ზი (86. პ).

ჯგუ­ფის მე­ო­რე შეხ­ვედ­რა­ში საფ­რან­გე­თმა თურ­ქე­თი 2:1 და­ა­მარ­ცხა და ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ჩვე­ნი გუნ­დის გას­ვ­ლის შან­სი ძა­ლი­ან შე­ამ­ცი­რა: ღმერ­თ­მა ქნას, ვცდე­ბო­დეთ, მაგ­რამ სა­ეჭ­ვოა, ბო­ლო ტურ­ში სერ­ბებ­მა ფრან­გებ­თან თა­ვი მო­იკ­ლან - ისი­ნი ევ­რო­პის 4 სა­უ­კე­თე­სო ოთხე­ულ­ში უკ­ვე მოხ­ვ­დ­ნენ, ფრან­გებს კი ფრეც აწყობთ.

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერ­ბე­თი 2 2 0 0 3-1 6
2. საფ­რან­გე­თი 2 1 1 0 2-1 4
3. სა­ქარ­თ­ვე­ლო 2 0 1 1 0-1 1
4. თურ­ქე­თი 2 0 0 2 2-4 0

მომ­დევ­ნო ტუ­რი:
26 ივ­ლი­სი
თურ­ქე­თი-სა­ქარ­თ­ვე­ლო 17:30
სერ­ბე­თი-საფ­რან­გე­თი 17:30

A ჯგუ­ფი
ჰო­ლან­დია-პორ­ტუ­გა­ლია 1:4
ეს­პა­ნე­თი-ლიტ­ვა 2:0

ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ეს­პა­ნე­თი 2 2 0 0 3-0 6
2. პორ­ტუ­გა­ლია 2 1 0 1 4-2 3
3. ჰო­ლან­დია 2 1 0 1 4-5 3
4. ლიტ­ვა 2 0 0 2 2-5 0

მომ­დევ­ნო ტუ­რი:
26 ივლისი
ლიტ­ვა-პორ­ტუ­გა­ლია 22:00
ჰო­ლან­დია-ეს­პა­ნე­თი 22:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 10 /
მწვრტნელი სად არის როცა გუნდი მხოლოდ ცენტრიდან უტევს? ფლანგებს რატომ არ იყენებს
qomagi
10:26 24-07-2013
0
ასეა, წინასწარ ამდენი ბაქიბუქობა არ არის საჭირო ცოტა სერიოზულობა გვმართებს ყველაფერსი.
diego
10:38 24-07-2013
0

სიახლეები პოპულარული