გია ცეცაძე: რომ გენახათ ბიჭები გასახდელში, ცრემლები თქვენც წამოგივიდოდათ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ ევროპის ჩემპიონატზე სერბეთთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

ქართველი 19-წლამდელები ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მნიშვნელოვნად შეიმცირეს.

გია ცეცაძე:
"გუნდმა ვერ ითამაშა - ესაა ფაქტი და ყველაფრის პასუხი. თუმცა, სანამ მიზერული შანსი მაინც გვაქვს, ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ და ყველანაირად ვეცადოთ, რომ ეს კონცენტრაცია არ დაიკარგოს.

რეალურად რომ შევხედოთ, საფრანგეთის თამაშიდან დაწყებული და ამ თამაშით დამთავრებული, რაღაცა მეც დავაკელი და ბიჭებმაც. რაღაც არ გამოვიდა... ელიტრაუნდში გაცილებით უკეთ ვითამაშეთ.
მიზეზი მხოლოდ ჩვენშია... გუნდმა წააგო - ესე იგი, ყველამ წააგო.

თითქოს ძალიან იოლი და ბანალური გამონათქვამია - ფეხბურთია და ხან წააგებ და ხან მოიგებ, მაგრამ მართლა ასეა. ის, რაც ელიტრაუნდში კარგად გამოგვდიოდა, აქ აღარ გამოვიდა. დღეს ჩვენმა მეტოქემ აშკარად გვაჯობა. მათ თავიანთი კოზირები ბოლომდე გამოიყენეს, ჩვენ კი ჩვენი თამაში ვერ ვითამაშეთ.

შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთთან უფრო გამოგვივიდა, ვიდრე სერბებთან, განსაკუთრებით, პირველ ტაიმში. ბიჭებმა თვითონაც ძალიან კარგად იციან, ვინ რა ვერ გააკეთა და ვის რა არ გამოუვიდა. სამომავლოდ, მათთვის ეს კარგი მაგალითი და გაკვეთილი იქნება.

ჩვენ რომ ყოველწლიურად გავდიოდეთ ევროპის ჩემპიონატებზე, ყველა ასაკობრივ ჯგუფში და ასე ვთქვათ, კარგად ვიყოთ გაშინაურებულები, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა, უფრო კონკრეტულ რაღაცებზე გველაპარაკა. მხოლოდ მეორე წელია, რაც ჩვენი ასაკობრივი ნაკრებები ფინალურ ეტაპზე ხვდებიან და ეს მხოლოდ დასაწყისია.

ბოლო თამაშში აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. სხვა თუ არაფერი, პრინციპის საკითხია, რომ ევროპის ჩემპიონატზე ერთი თამაში მოვიგოთ. ფრეც გვქონდა, წაგებაც და ახლა, მგონი, გამარჯვების დროც მოვიდა. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით.

ბიჭები საოცრად დამწუხრებულები და სევდიანები არიან... გასახდელში რომ გენახათ, თქვენც ცრემლები წამოგივიდოდათ, მაგრამ მათ თვალებში ჩანს ის იმედი, ძალიან მცირე, მაგრამ მაინც. ამიტომ ჩვენი გასაკეთებელი ბოლომდე უნდა გავაკეთოთ.

ღმერთმა ქნას, ცოტათი მაინც გაგვიმართლოს..."

gff.ge

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 25 /
ზვიადის:არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ გეგუჩაძე ვის რაში ჭირდება?ჩვენ ხომ ვარტ ხალხი ვინც ნიჭს იმათში ვეძებტ ვისაც არ გააჩნია და ვისაც გააჩნია არ ვაფასებთ.უკვე უაზრობაში გადავდივართ რა.ამის შემხედვარეს სულ შემძულდა ფეხბურთი.აფსოლუტურად სცორს ბრძანებთ თქვენ და გეთანხმებით
0
ტავს ნუ ვიტკუებტ სულ ერტი და იგივე რომ არის მაგატ გონიატ რომ მაგატზე უკეტესები არარის. ტავჰი უვარდებატ ასეტია ჰვენი მენტალიტეტი.კონკურეტები უნდა იკოს.კარგატ უკურეტ დაკარგატ მოიდზიეტ.ნაკრებჰი საერტოდ არმოხვედრილან და არც მოხვდებიან.პატრონი არ კავს.ესა სიმარტლე
goga
12:07 24-07-2013
0

სიახლეები პოპულარული