შეგახსენებთ, რომ ლიტვაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა ფეხბურთელებმა ორი შეხვედრა უკვე ჩაატარეს. საფრანგეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის პირველი დაპირისპირება უგოლო ფრით დასრულდა, ხოლო მეორე მატჩი ქართველმა ახალგაზრდებმა სერბეთთან ანგარიშით 0:1 დათმეს.
B ჯგუფს ამჟამად ორი მოგებით სერბეთი ლიდერობს, მეორე პოზიციაზე საფრანგეთია, ნახევარფინალის საგზურს კი მხოლოდ ორი გუნდი მიიღებს.
ჩვენს ნაკრებს ჯგუფიდან გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი
თუმცა მოვლენების ასეთი განვითარება ნაკლებად შესაძლებელია, რადგან სერბეთის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ საფრანგეთთან მატჩისთვის მოედანზე სათადარიგოებს გაიყვანს (იხილეთ ვრცლად).
ამიტომ გია ცეცაძესა და მის შეგირდებს ისღა დარჩენიათ, რომ კარი რაც შეიძლება მაგრად გაიჯახუნონ.
აღსანიშნავია, რომ თურქებთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება ჩვენი გუნდის კაპიტანი ბაჩანა არაბული. დანაკლისია მეტოქის რიგებშიც - ამავე მიზეზით არ ითამაშებენ მცველი ილკაი დურმუში და ცენტფორვარდი იბრაჰიმ ილმაზი.
მატჩის წინ საქართველოს და თურქეთის 19-წლამდელთა ნაკრებების მწვრთნელებმა კომენტარები გააკეთეს (იხილეთ ვრცლად).
B ჯგუფი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. სერბეთი 2 2 0 0 3-1 6
2. საფრანგეთი 2 1 1 0 2-1 4
3. საქართველო 2 0 1 1 0-1 1
4. თურქეთი 2 0 0 2 2-4 0
ასევე იხილეთ:
გია ცეცაძე: რომ გენახათ ბიჭები გასახდელში, ცრემლები თქვენც წამოგივიდოდათ
U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი [VIDEO]
U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]