გია ცეცაძე: რჩება თეორიული შანსი და უნდა ვიბრძოლოთ!

AutoSharing Option
26 ივლისს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ბოლო მატჩს თურქ თანატოლებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 17:30 სთ-ზე დაიწყება.

გია ცეცაძის შეგირდებს ლიტვაში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გასვლის მხოლოდ თეორიული შანსი რჩებათ - მათ არა მხოლოდ მოტივაციის არმქონე თურქებს უნდა აჯობონ, მათთვის სასურველი შედეგი სერბებისა და ფრანგების შეხვედრაშიც უნდა დაფიქსირდეს.

თამაშის წინ გია ცეცაძემ უეფას ოფიციალური საიტისთვის კომენტარი გააკეთა.

"ეს ტურნირი ფრით დავიწყეთ, მეორე შეხვედრაში კი წავაგეთ. ალბათ, გამარჯვების დროც მოვიდა. ჯერჯერობით რჩება თეორიული შანსი და უნდა ვიბრძოლოთ", - თქვა
ცეცაძემ.

თურქებთან მატჩს დისკვალიფიკაციის გამო დააკლდება ჩვენი გუნდის კაპიტანი ბაჩანა არაბული. დანაკლისია მეტოქის რიგებშიც – ამავე მიზეზით არ ითამაშებენ მცველი ილკაი დურმუში და ცენტფორვარდი იბრაჰიმ ილმაზი.

მიუხედავად ამისა, თურქთა თავკაცი ოქან ბურუქი ბრძოლისთვის შემართულია:

"დიახ, ჩვენ წინა ორ თამაშში წავაგეთ, მაგრამ ბოლო თამაშის მოგება და შინ სამი ქულით წასვლა მაინც რაღაცას ნიშნავს.

მჯერა, რომ ჩემი ფეხბურთელებისთვის დასკვნით შეხვედრაში წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია. ვალდებულნ
ი ვართ, ვაჩვენოთ ჩვენი ნამდვილი ძალა და ის, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე თამაშს ვიმსახურებდით".

ასევე იხილეთ:
U19. საქართველო VS თურქეთი - პრესტიჟის მატჩი
გია ცეცაძე: რომ გენახათ ბიჭები გასახდელში, ცრემლები თქვენც წამოგივიდოდათ
U19. საქართველო-სერბეთი 0:1 - გაცრუებული იმედი და შემცირებული შანსი [VIDEO]

U19. საქართველო-საფრანგეთი 0:0 - გამარჯვებაც ახლოს იყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული