ევროპის ჩემპიონატი. U-19. გამოხმაურება და სტატისტიკა: ორი დებიუტანტის ამბავი

AutoSharing Option
ლიტვაში დასრულდა ევროპის მორიგი პირველობა 19-წლამდელთა შორის, რომელიც ისტორიული იყო ქართული ფეხბურთისთვის, რადგან ამ ასაკობრივ ჯგუფში ფინალურ ეტაპზე პირველად იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა.

საბოლოოდ, პირველი ცდა წარუმატებელი გამოდგა - გია ცეცაძის გუნდმა სამი მატჩიდან 1 ფრედ დაამთავრა და 2 წააგო და ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ასევე დებიუტანტი იყო სერბეთის ნაკრები, რომელმაც ლიტვაში ტიტული მოიპოვა.

ჟოზე მოურინიოს შეტყობინება
სერბთა თავკაცი ლიუბინკო დრულოვიჩი ამბობს, რომ მას ჟოზე მოურინიოს მესიჯმა ფრთები შეასხა: "ფეხბურთელობისას ხანგრძლივი კარიერა მქონდა, 14 ტროფეი და 38 კეპია ჩემს ანგარიშზე. მითამაშია,
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. მაგრამ ეს ჩემი კარიერის ყველაზე ღირშესანიშნავი მომენტია, რადგან ტიტული პირველად მოვიპოვე სერბეთის ნაკრებთან ერთად.

ფინალის წინ, მოკლე ტექტური შეტყობინება ჟოზე მოურინიოსგან მივიღე: ის მწერდა, რომ დარწმუნებულია, რომ მე ყოველთვის ვიგებ ფინალებს, როგორც ძველ დროს. ეს მესიჯი ბიჭებს ვაჩვენე და ფაქტია, ამან მათზე დადებითად იმოქმედა",
- განაცხადა დრულოვიჩმა ფინალში საფრანგეთის ნაკრების 1:0 ძლევის შემდეგ. დრულოვიჩს საფეხბურთო კარიერის უდიდესი ნაწილი პორტუგალიაში, "ჟილ ვისენტეში", "პორტუსა" და "ბენფიკაში" აქვს გატარებული და ის "ჩელსის" პორტუგალიელ თავკაცს ძალიან კარგად იცნობს.

სამი ბომბარდირი
ისე მოხდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე ბომბარდირობა სამმა ფეხბურთელმა გაინაწილა. ლიტველმა გრატას სირგედასმა, ჰოლანდიელმა ანას აჩაჰბარმა და პორტუგალიელმა ალეშანდრე გუედეშმა. თითოეულმა მათგანმა ლიტვაში 3 გოლი გაიტანა.

8 ფეხბურთელის ანგარიშზე 2-2 გოლია, მათ შორის ფინალის გმირ ანდრია ლუკოვიჩზე. 22 ფეხბურთელმა თითო გოლი გაიტანა,მათ შორის ავთო ენდელაძემ და ნიკოლოზ კაჭარავამ. "ოქროს ბუცი" ლიტველ გოლეადორს ერგო, რადგან მან ორ კონკურენტზე ნაკლები დრო დაჰყო მოედანზე.

ქართველი საყრდენის აღიარება
უეფას ოფიციალურმა საიტმა იმ 10 ტალანტის ვინაობა დაასახელა, რომელთაგანაც მომავალში ვარსკვლავების მოწყვეტას უნდა ველოდოთ. სასიხარულოა, რომ მათ შორის არის ქართველი ნახევარმცველი ავთო ენდელაძე.

აი, რას წერს უეფას საიტი: "მართალია, ქართველთა მწვრთნელ გია ცეცაძეს მიაჩნია, რომ მისმა გუნდმა სათანადოდ ვერ ითამაშა ფინალურ ეტაპზე, მაგრამ ეს არ ეხება საყრდენ ნახევარმცველ ავთო ენდელაძეს. ავთოს დამსახურებაა ფრე საფრანგეთის ნაკრებთან და მის ანგარიშზეა პირველი გოლი თურქეთის ნაკრების კარში".

აქვე სხვა 9 ტალანტსაც ჩამოვთვლით: იასინ ბენზია (საფრანგეთი), ალექსანდარ მიტროვიჩი (სერბეთი), ადრიენ რაბიო (საფრანგეთი), გრატას სირგედასი (ლიტვა), პრედრაგ რაიკოვიჩი (სერბეთი), ხოსე როდრიგესი (ესპანეთი), ბერნარდო სილვა (პორტუგალია), რეჯეპ ნიაზი (თურქეთი) და ლუკას ვუდენბერგი (ჰოლანდია).

უნგრეთი 2014
მომდევნო ტურნირი 2014 წელს უნგრეთში გაიმართება და მასში მონაწილეობის უფლება უკვე 1995 წელს და შემდგომ დაბადებულ ფეხბურთელებს ექნებათ. საქართველო მე-11 საკვალიფიკაციო ჯგუფში ითამაშებს, რომლის თამაშებიც თბილისში ჩატარდება. ჩვენი მეტოქეები ჰოლანდია, მოლდოვა და უელსია. პირველ 2 ადგილზე გასული გუნდები მეორე ეტაპზე ეგრეთ წოდებულ ელიტ რაუნდში მოხვდებიან, მესამე ადგილზე გასულ გუნდსაც აქვს ელიტ რაუნდში მოხვედრის მცირე შანსი.

სტატისტიკა
ინდივიდუალური


გოლები

3 სირგედასი ლიტვა
3 აჩაჰბარი ჰოლანდია
3 გუედეში პორტუგალია

ასისტენტები

2 ბასასიკოგლუ თურქეთი
2 რაფაელი პორტუგალია
2 სამუშია საქართველო
2 იაზიჩი თურქეთი
2 ნიაზი თურქეთი
2 რამირესი ესპანეთი
2 გოლუბოვიჩი სერბეთი
2 მიტროვიჩი სერბეთი

კარში დარტყმა

12 ბენზია საფრანგეთი
6 გუედეში პორტუგალია
5 ნანგი საფრანგეთი
5 ლოპეში პორტუგალია

ჯარიმა (მათზე)

21 რაბიო საფრანგეთი
16 ვადილიო ესპანეთი
16 მიტროვიჩი სერბეთი

დაჯარიმდნენ

16 კაზლაუსკასი ლიტვა
15 როდრიგესი ესპანეთი
14 იკოკო საფრანგეთი

თამაშგარე

6 მიტროვიჩი სერბეთი
6 ჯურჯევიჩი სერბეთი

გუნდური (საუკეთესოები)

გოლები

10 პორტუგალია

საქართველო 2 გოლით ბოლოა

საუკეთესო დაცვა

4 საფრანგეთი, სერბეთი, ესპანეთი

საქართველო 5 გაშვებულით მე-4 ადგილზეა

გაფრთხილება

13 სერბეთი

საქართველო 9 გაფრთხილება

გაძევება

1 საქართველო, ესპანეთი

კარში დარტყმა

32 საფრანგეთი

საქართველო 10 დარტყმით ბოლოსწინა ადგილზეა

თამაშგარე

16 სერბეთი

საქართველო სულ 3 თამაშგარე (მე-2 შედეგი)

კუთხური

28 საფრანგეთი, ესპანეთი

საქართველო 14 კუთხურით ბოლოსწინა ადგილზეა

დაჯარიმდნენ

93 სერბეთი

საქართველო 50 ჯარიმა, მე-4 შედეგი

ყველაზე მეტი გოლი გავიდა თურქეთი-საქართველოს თამაშში - 6 (4:2)
ყველაზე მეტჯერ კარში ზუსტად ამ თამაშში დაარტყეს - 15
ყველაზე მეტჯერ კარს ამ თამაშში ააცილეს - 23
ყველაზე მეტი კუთხური საქართველო-საფრანგეთის თამაშში ჩააწოდეს - 15
ყველაზე მეტი თამაშგარე საქართველო-სერბეთის თამაშში დაფიქსირდა - 10
ყველაზე მეტი ყვითელი ბარათიც ამ თამაშში დარიგდა - 9

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
უეფამ ავთო ენდელაძე საუკეთესოთა შორის დაასახელა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული