U21. ლატვია-საქართველო 0:4 - ალექსანდრე ჩივაძე შესარჩევს იშტაზე დაიწყებს [VIDEO]

AutoSharing Option
14 აგვისტოს იურმალაში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ლატვიელ თანატოლებს ამხანაგურ შეხვედრაში 4:0 მოუგო.

ბალტიისპირელთა რბევა მე-4 წუთზე არნემის "ვიტესის" შემტევმა ვაკო ყაზაიშვილმა დაიწყო, მეორე გოლი მე-14 წუთზე გორის "დილას" მცველმა მამუკა კობახიძემ გაიტანა, ლატვიელები მესამედ ისევ ყაზაიშვილმა დაამწუხრა 25-ე წუთზე, წერტილი კი ორი წუთის შემდეგ დანიური "ორჰუსის" თავდამსხმელმა დავით სხირტლაძემ დასვა.

ალექსანდრე ჩივაძემ ასეთი შემადგენლობა ათამაშა:
ნადირაძე (46. მეშველიანი), ტვილდიანი, მ. კობახიძე, კვერკველია, უბილავა, კვეკვესკირი, პაპავა, პარუნაშვილი (46. გიგაური), ყაზაიშვილი (61. დეკანოიძე), ჭანტურია (72. ჩაფიძე), სხირტლაძე (57. კაჭარავა). სათადარიგოები: თედორე გრიგალაშვილი,
ჭაჭიაშვილი.

ევროშესარჩევს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შემოდგომაზე დაიწყებს - 5 სექტემბერს სტუმრად ლუქსემბურგს ეთამაშება, 9 სექტემბერს კი სლოვაკეთთან ექნება საგარეო შეხვედრა.

მათ გარდა, ჯგუფში ჩვენი 21-წლამდელების მეტოქეები შოტლანდია და ჰოლანდია არიან.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
დეკანოიდზე მაგარი ხარ
nukri
08:45 16-08-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული