ამბიციური თაობის ახალგაზრდული იმედები: არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი

AutoSharing Option
"ტოტენჰემთან" თბილისის "დინამოს" მარცხმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, რომ ახალგაზრდებს მეტი ხელშეწყობა და თანადგომა სჭირდებათ, ქართული ფეხბურთი ლეგიონერებით ვერ გაბრწყინდება.

ცხადია, ქართველებიც არ "ფრინავდნენ", მაგრამ 0:5-ის წასაგებად ლეგიონერების ჩამოყვანა საჭირო არ არის.

ასეთ დროს ძნელია დაწერო, რომ რომელიმე ქართველი ნიჭიერია და ასე შემდეგ. წაგების შემდეგ ამაზე ხალხი ღიზიანდება, მაგრამ მართლაც გვყავს ტალანტები, რომლებზეც მომავალში შეიძლება აქცენტი გაკეთდეს.

დღეს ორი მათგანის შესახებ მოგითხრობთ. ორივე - თბილისის "დინამოდან" ბოლნისის "სიონშია" განათხოვრებული: არჩილ ტვილდიანი და ლაშა პარუნაშვილი. ორივე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია და 14
აგვისტოს რიგაში ლატვიის ახალგაზრდულ ნაკრებთან გამარჯვებაში (4:0) თავისი წვლილიც შეიტანეს.

დაიწყო ეროვნული ჩემპიონატი და ეს ბიჭები "სიონში" ისე ათამაშდნენ, შეუძლებელია, გულგრილი დარჩე.

კარგად იქ ვარ, სადაც ვთამაშობ
არჩილ ტვილდიანმა საკუთარი ძალა რომ იგრძნო, ცხინვალის "სპარტაკთან" მეორე ტურის შეხვედრაში პატარა სპექტაკლებიც დადგა. ის მცველებს იოლად, გამოცდილი მოთამაშესავით უსწორდებოდა:

- სადაც სისტემატური სათამაშო პრაქტიკა გაქვს, რა თქმა უნდა, ჯობია, იქ იყო. სამწუხაროდ, "დინამოში" კარიერა ვერ ამეწყო, მაგრამ სულაც არაა სავალდებულო, ამ გუნდში იყო.

რა თქმა უნდა, "დინამოში" თამაში კარგია, მაგრამ ეტყობა, მწვრთნელს არ ვჭირდებოდი. ახლა ვფიქრობ, "სიონში" იჯარის დრო მაქსიმალურად კარგად გამოვიყენო. აქ სათამაშო პრაქტიკა მაქვს, შემადგენლობაში რეგულარულად ვხვდები და ფეხბურთელს მეტი რა სჭირდება?

გარდა ამისა, ახალგაზრდულ ნაკრებში ალექსანდრე ჩივაძეც მენდობა და ესეც ბევრს ნიშნავს. ვცდილობ, კარგ ფორმაში შევიდე.

- მერე და, "სიონში" კარგი სავარჯიშო პირობებია?
- საქართველოში საუკეთესო პირობები "დინამოს" აქვს, მაგრამ ვარჯიში თუ გინდა, "სიონშიც" მოემზადები. რაც მთავარია, "მიხეილ მესხზე" ვთამაშობთ, სადაც ძალიან კარგი საფარია და თამაში არა მხოლოდ სასიამოვნო, სასარგებლოც არის.

- "დინამოში" უთამაშებლობამ არ იმოქმედა?
- რა თქმა უნდა, იმოქმედა, რადგან დევდარიანის გაშვების შემდეგ, დუბლებში ვთამაშობდი. მაგრამ არც შრომა დამიკლია და არც მონდომება. ყველა მოთამაშის კარიერაში ასეა, ზოგი მწვრთნელი ენდობა, ზოგი - არა. მაგრამ ამის გამო ხელები რომ ჩამოუშვა, ისევ შენ დაზარალდები.

ნაკრებს გასვლა შეუძლია
ლაშა პარუნაშვილი "სიონისთვის" კარგი შენაძენი აღმოჩნდა. მოედნის შუაგულში ის თავის საქმეს მშვენივრად ართმევს თავს, მეტოქეთა შეტევების შეჩერება და საკუთარი გუნდის კომბინაციების სწრაფად წამოწყებაც კარგად ეხერხება:

- უთამაშებლობა ფსიქოლოგიურად ცუდად მოქმედებს, მაგრამ ამ პრობლემას თავისთავად აგვარებს სათამაშო პრაქტიკა. "სიონს" კარგად შევეწყვე და რაც მთავარია, მწვრთნელიც სწორედ იმ ფეხბურთს გვათამაშებს, როგორიც მომწონს - კომბინაციურს, ბურთის გათამაშებით, "კედლების" გამოყენებით... ჩვენი მიზანი მინიმუმ ექვსეულში მოხვედრაა. დანარჩენს დრო გამოაჩენს.

- ლატვიელ ახალგაზრდებთან მოგება წარმოუდგენელი სულაც არ იყო, მაგრამ 4:0 მაინც მოულოდნელია...
- მოედანზე ისეთი თავდაჯერებულები გავედით, თითქოს, მოგებაში დარწმუნებული ვიყავით. თითქოს, ოფიციალურ მატჩს ვატარებდით.

- მალე ლუქსემბურგს ეთამაშებით. მაგრამ ჯგუფში გაცილებით სერიოზული მეტოქეებიც გყავთ - ჰოლანდია, შოტლანდია და სლოვაკეთი. თქვენი აზრით, ევროპის ჩემპიონატზე გასვლის რა შანსი გაქვთ?
- ჩვენთან ამბიციური თაობა შეიკრიბა. მართალია, ჰოლანდია ფავორიტია, მაგრამ მოუგებელი არავინაა და იმაზე ფიქრიც არ გვინდა, რომ ვერ გავალთ.

5 სექტემბერს ლუქსემბურგს ვესტუმრებით, 9-ში სლოვაკეთს და ორივე შეხვედრა უნდა მოვიგოთ. სხვათა შორის, წინა ციკლში რამდენიმე თამაშში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღეთ. შეთამაშებულებიც ვართ, რადგან დიდი ხანია, ერთად მოვდივართ, "დინამოში" ბევრნი ვიყავით და იმედია, ახალგაზრდული ნაკრები ამ ციკლში საუკეთესო შედეგს მიაღწევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
პიველი და მთავარი, ტორპედოს და ჩიხურას რომ ესეთი დონის ლეგიონერები ყოლოდა როგორც დინამოს აუცილებლად გავიდოდნენ ევროლიგაზე, ისეთი საკაიფო კენჭისყრა ქონდათ.
ასე რომ ლეგიონერებზე ესე აგდებული ლაპარაკი საქართველოს წინააღმდეგაა და არა საპირისპიროდ. საჭიროა კონკურენცია მორჩა და დამთავრდა.
ramo
12:48 25-08-2013
0
ამის დამწერს ან ნამუსი არ აქვს ან ტვინი...
Walkabout
12:55 25-08-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული